რელიგია წმინდა გიორგის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები 2016, 25 თებერვალი, 22:14 ![]() ![]() წმინდა გიორგის ნაწილი ჩასვენებული ყოფილა სადგერ-ჩხაირის ჯვარში.წყაროებით დასტურდება, რომ ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესიის კუთვნილება ყოფილა მოწამის ორი ბეჭედი წარწერით და ხელის ძვალი.ამ სიწმინდეებიდან დაკარგვას გადაურჩა მხოლოდ ერთი-ხელის ნაწილი. სამების ტაძარში ინახება წმინდა გიორგის მუხლის ნაწილი და სამი პატარა წმინდა ნაწილი. ოთარაშენის ეკლესიაში დიდი ხანი ინახებოდა იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა გიორგის სისხლი.საბჭოთა რეჟიმის დროს იგი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს, ხოლო 1991 წელს, სხვა სიწმინდეებთან ერთად საპატრიარქოს გადაეცა. 184 6-ს მოსწონს
|