ქალი და მამაკაცი როგორები არიან ცნობილი პოლიტიკოსების ქალიშვილები - შეაფასეთ! 2016, 24 თებერვალი, 13:39 ცნობილი პოლიტიკოსების შვილები ყოველთვის ექცევიან მედიისა და პუბლიკის ყურადღების ცენტრში. თუ ღმერთმა საზოგადოებრივი მოღვაწე ქალიშვილით დააჯილდოვა, ეს ყურადღება კიდევ უფრო ძლიერდება და იწყება გოგონას შეფასება გარეგნობის, ჭკუის, წარმატების და კიდევ უამრავი რამის მიხედვით. ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსების ქალიშვილებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილნი არიან. (ფოტოზე: ტიფანი ტრამპი დედასთან ერთად) 1. ივანკა და ტიფანი ტრამპები სამშენებლო მაგნატისა და პოლიტიკოსის, დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი, 34 წლის ივანკა ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. იგი მოდელის კარიერაზე ოცნებობდა. 1997 წელს თინეიჯერი გოგოებისათვის განკუთვნილი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, რასაც სხვა ფოტოსესიები და დეფილეები მოჰყვა. მოგვიანებიტ ივანკამ ამ საქმიანობისადმი ინტერესი დაკარგა, ხელი მიჰყო ბიზნესსა და მწერლობას და ცოტა ხანში Trump Organization-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. იგი გათხოვილია, ჰყავს ორი შვილი და ელოდება მესამეს. ახლა, როცა ტრამპი წინასაარჩევნო მარათონშია ჩართული, ქალიშვილი მას კოპანიის მართვაში ეხმარება და მამასთან ერთად ხშირად დადის ამერიკის სხვადასხვა შტატებში. ივანკას ნახევარდა, ტიფანი 22 წლისაა და პენსილვანიის უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობს. იგი სოციალური ქსელების ვარსკვლავია და ძალიან უყვარს საკუთარი, საკმაოდ მომხიბვლელი გარეგნობის ფოტოგრაფირება. მას Instagram-ზე 85 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2. მალია და საშა ობამები აშშ-ს "პირველ შვილებს" აკრძალული აქვთ სოციალური ქსელებით სარგებლობა, მაგრამ მედია თითქმის ყველა მათ ნაბიჯს უთვალთვალებს. მალია 17 წლისაა, საშა- 14-ის და ბევრს აინტერესებს როგორ გზას აირჩევენ ისინი სამომავლოდ. დები ვაშინგტონში, კერძო სკოლა Sidwell Friends-ში სწავლობენ. 2015 წელსThe New York Post-მა უფროსი და მომავალ "სტილის ხატად" დაასახელა. მალია მოდური ჟურნალებისა და ფეშენ ბლოგერების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტად იქცა. საწინააღმდეგი სქესის წარმომადგენლებთან მალიასა და საშას ურთიერთბაზე არაფერია ცნობილი. 2014 წელს ორივე გოგონამ მეოთხე ადგილი დაიკავეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მოზარდების რეიტინგში. 3. ლეილა ალიევა 30 წლის ლეილა - აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის უფროსი ქალიშვილი და გეიდარ ალიევის შვილიშვილი, ბომონდური ჟურნალის "ბაქოს" მთავარი რედაქტორია. ამასთან, იგი არის ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის აზერბაიჯანული ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და IDEA-ს — "გარემოს დაცვის შესახებ საერთაშორისო დიალოგის ინიციატივების" დამფუძნებელი. ალიევას სამი შვილი ჰყავს: ორი ვაჟი - ალი და მიკაილი - და ნაშვილები ქალიშვილი - ამინა. მეუღლეს - კომპანია Crocus Group-ის ვიცე-პრეზიდეტსა და მუსიკოს ემინ აგალაროვს ლეილა დაშორდა. 4. ბარბარა ბერლუსკონი 31წლის ბარბარა შედის FinInvest-ის დირექტორთა რიცხვში, და არის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი. მას შემდეგ, რაც 16 წლის გახდა, პრესაში არ წყდება მისი პირადი ცხოვრების განხილვა: ძირთადად რომანები ცნობილ ფეხბურთელებთან. ბიზნესმენ ჯორჯო ბალაგუცასთან ქორწინებიდან ბარბარას ორი ვაჟი ჰყავს. იგი საკმაოდ მეგობრულ ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქალიშვლებთან: მარიასთან და ეკატერინასთან. 5. ჯენა ბუშ-ჰაგერი ჯორჯ და ლორა ბუშების ქალიშვილი 34 წლისაა. 2008 წლიდან იგი გათხოვილია და ზრდის ორ შვილს. ბევრი თვლის, რომ გარდა გავლენიანი მშობლებისა, თავად ჯენა საზოგადოებისთვის არაფრით არის საინტერესო. თუმცა მას Instagram-ზე 190 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 6. მარიამ ნავაზი პაკისტანის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილის, 42 წლის მარია ნაზავის ტვიტერს 1, 71 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს. იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალია. პენჯაბის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესწავლის შემდეგ, ნაზავი პოლიტიკით დაკავდა. 508 6-ს მოსწონს
|