x
image
მთვრალი12
სასაცილო ლექსები ყოველდღიურობაზე
image

წარმოგიდგენთ სახალისო ლექსებს, იმედია გაგამხიარულებთ და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ



ზღვა ისე ღელავს როგორც ტომატი

ხელში მიჭირავს მე ავტომატი


ბებიაჩემმა მოხარშა ღომი

ვიეტნამში დაიწყო ომი

ტყვიები ცვივა როგორც ხინკლები

დღეს თუ აქავარ, ხვალ არ ვიქნები


***

მე შენ მიყვარხარ როგორც ნიგვზის ხმელი ლობიო,

ამ სიყვარულმა ჩვენ გვაჩუქა შვიდი გომბიო,

ისევ ჩამოყრის რეალობა დათვლილ საათებს,

ნახე ეზოში ჩვენს პატარას ცუგო დაათრევს,

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ძალზედ ლამაზად,

იმ ღამით რამის გადაგსრისა დიდმა კამაზმა,

გადაგარჩინე, მე ვიყავი შენი ფერია,

თუმცა აწევა საყვარელო შენი ძნელია.

კარგი დრო იყო, საკაიფო, ახალგაზრდული

გახსოვს მე და შენ ბოჭკიდან ვსვით ალადასტური,

შენ შემომხედე, დამინახე და ვერ მიცანი

მაშინ სასწრაფოდ თავში გხიე დიდი ფიცარი.


***

მინდა ცოლი მყავდეს,

ბებიაჩემს გავდეს,

დილით ადრე ადგეს,

საჭმელს მომიტანდეს,

როცა საღამო მოვიდეს,

ზღაპრებს მიკითხავდეს,

სიდედრი არ მყავდეს,

არ მიშენდეს ქვაბებს,

სახლში ბარბაცით მისვლისას,

პანღურს არ მირტყავდეს.

რას ვლაპარაკობ ამდენს,

მინდა ცოლი მყავდეს!


***

მე შენ მიყვარხარ როგორც მერცხალი,

იდაყვის თავზე მქონდა მეც ხალი


შაირი

-რას დაღვრემილხარ, ბედშავო?

-ძმაი მომიკლეს მთახია!

-ვითამცა არა გყოლია

დედაც მოს...ია ტ..შია



ლუდით სათქმელი


მოდით იმ კაცს გაუმარჯოს,

ფეხ მოტეხილ ინდაურსა

ახალი წლის წინა ღამეს

თაბაშირში რომ ჩაუსვამს



ვინც კი ცოლის საყვარელთან

შევა ლუდის ბარშიაო

ვაჟკაცურად ჭიქას ასწევს

ძალა ერთობაშიაო.



***

იმ კაცს გაუმარჯოს, მკერდზე ლომი რომ ახატია და სახლში სიდედრის ეშინია.


ეს იმ ქმარს გაუმარჯოს, ცოლს რომ დააცემინებს და ამაზე გრძელიო რო ეტყვის


ეს იმათ გაუმარჯოთ, შარშან რო უნდა მომკვდარიყვნენ და წელსაც ცოცხლები არიან


იმ კაცს გაუმარჯოს, წვერი რომ მოშვებული აქვს და ფეხები გაპარსული



0
3927
7-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
3927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0