x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ შევარჩიოთ ცხვირის წვეთები სურდოს დროს - გაითვალისწინეთ!

imageსურდო წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს დაემართოს, მაგრამ რისკი განსაკუთრებით მაღალია ზამთარში და გაზაფხულზე.
რინიტის სიმპტომები ყველსათვის კარგად არის ცნობილი, ამიტომ ხშირად, როგორც კი ვხვდებით, რომ გავცივდით, გრიპი დაგვემართა და სურდო გვეწყება, გავრბივართ პირველ რიგში არა ექიმთან, არამედ აფთიაქში, ცხვირის წვეთებისთვის. აი აქ კი იწყება ყველაზე რთული - არჩევანის გაკეთება. აფთიაქში გვხვდება წვეთების უამრავი არჩევანი, ამას კი ემატება ფარმაცევტის "რჩევები", რომელიც, როგორც წესი, ცდილობს ძვირი ან მისთვის სასურველი მწარმოებლის მედიკამენტი შეგვაძენინოს. რა უნდა ვქნათ ამ დროს? მოდით გავარკვიოთ.

სურდო, იგივე რინიტი, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ზედა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გამოცდილებით ყველამ ვიცით, რომ ის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს და, თუმცა მეტად უსიამოვნოა, ადვილად იკურნება. მაგრამ ერთი შეხედვით უბრალო სურდომ შესაძლოა სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს ყურის ანთების, ბრონქიტისა და პნევმონიის სახით. ამიტომ სურდოს მკურნალობა, როგორც წესი, ექიმის კონსულტაციით უნდა დაიწყოს, რათა დადგინდეს დაავადების ტიპი (ინფექციური, ალერგიული), და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს შესაბამისი მედიკამენტის შერჩევა.

ჩვეულებრივ, ექიმები რეკომენდაციას უწევენ ზეთოვან საფუძველზე დამზადებულ წვეთებს - ამგვარი პრეპარატები არ აშრობს ლორწოვან გარსს და შეიცავს სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს. თუმცა ზეთოვანი წვეთების გარდა, დღეს აფთიაქებში უამრავი რაოდეობით წვეთი თუ სპრეია, რომლებსაც ხშირად თავად ვარჩევთ ხოლმე.

რინიტის მკურნალობის საშუალებებში შედის სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები, ეთერზეთების შემცველი პრეპარატები, ანტიალერგიული და კომბინირებულ საშუალებები, რომლებიც წარმოდგენილია სპრეისა თუ წვეთების სახით. ძირითადად, რესპირატორული დაავადებებიტ გამოწვეული სურდოს სამკურალოდ იყენებენ სისხლძარღვების შემავიწროვებელ პრეპარატებს. ისინი შეიძლება იყოს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მოქმედების.

მოკლევადიანი მოქმედების პრეპარატები

image
სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოკლევადიანი მოქმედების საშუალებები შეიცავს ნაფაზოლინს. მაგალითად, "სანორინის" შემადგენლობაში შედის ევკალიპტის ეთერზეთი, ვაზელიის ზეთი და ბორის მჟავა, რომლებიც აძლიერებს ეფექტს და ამცირებს გვერდით მოვლენებს. ამავე ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ "ნაფტიზინი" და "ტიზინი".

ამ საშუალებების მთავარი ნაკლი არის მოქმედების მოკლე ვადა - არაუმეტეს 6 საათისა, ხოლო მათი გამოყენება შესაძლებელია დღე-ღამეში 4-ჯერ. ამასთან, ეს საშუალებები ტოქსიკურად მოქმედებს მოციმციმე ეპითელიუმის უჯრედებზე. ამიტომ "ნაფტიზინითა" და "სანორინით" მკურნალობის დროს სიფრთხილეა საჭირო.


საშუალოვადიანი მოქმედების პრეპარატები

image
სურდოს დროს სუნთქვის გასაადვილებლად შეიძლება გამოყენებული იქნას ქსილომეტაზოლინის შემცველი პრეპარატები. ისინი საკმაოდ ეფექტურია და შედარებით მეტ ხანს - 10 საათის მანძილზე მოქმედებს. თუმცა ორ წლამდე ბავშვებში ეს საშუალებები უკუნაჩვენებია, ხოლო მოზრდილებში, მათი გამოყენება ერთ კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება. ქსილომეტაზოლინის ჯგუფის პრეპარატებში შედის "რინოსტოპი", "ქსილენი", "ოტრივინი", "ქსიმელინი" და სულ ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული "გალაზოლინი".

ხანგრძლივი მოქმედების პრეპარატები

სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც შეიცავს ოქსიმეტაზოლინს - ესენია "ნაზივინი" და "ნაზოლი". მათი მოხმარება დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ სისხლძარღვების დიდი ხნით შეკუმშვა არღვევს ლორწოვანი გარსის მოქმედებას. ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატების მოხმარება არ არის რეკომენდებული სამ დღეზე მეტ ხანს. ამასთან, ისინი უკუნაჩვენებია ორსულებისთვის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის და ერთ წლამდე ბავშვებისთვის.

სამკურნალო ეთერზეთები
image

თუ თქვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სუნთქვის სწრაფად გაადვილება, არამედ, ასევე ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებისგან თავის შეკავება, არჩევანი შეაჩერეთ ეთერზეთების შემცველ პრეპარატებზე. მაგალითად, "ევკასეპტსა" ან "პინოსოლს" გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. "პინოსოლის" მთავარი პლიუსი არის ის, რომ ის არ იწვევს შეჩვევას და ბევრი ვირუსისა და ბაქტერიის ნეიტრალიზებას ახდენს. აღნიშნული პრეპარატი არ აუარესებს ლორწოვანი გარსის მდგოამარეობას, პირიქით, ხელს უწყობს მის აღდგენას.

თუ ზეთოვანი წვეთების მიღებით განსაკუთრებით თვალშისაცემი ეფექტი ვერ შეამჩნიეთ, არ იჩქაროთ მათი სანაგვე ყუთში ჩაგდება. მათი მიზანია არა სიმპტომების მყისიერი აღკვეთა, არამედ დაავადების თანდათანობითი მკურნალობა. მათ შემადგენლობაში შედის ბუნებრივი კომპონენტები, ამიტომ მართალია ნელა, მაგრამ მტკიცედ შეებრძოლებიან სურდოს მიზეზებს.


ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაში შედის როგორც სისხლძარღვების შემავიწროვებელი კომპონენტები, ასევე ევკალიპტისა და მენთოლის ეთერზეთები. ასეთი საშუალებებია, მაგალითად "ოტრივინი მენთოლი" და "ნაზოლ ედვენსი". ამგვარი კომბინაცია ახდენს როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე სისხლძარღვების შემავიწროებელ ეფექტს.


ბავშვებისთვის


imageბავშვებისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ ანტისეპტიკური და ანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატები, როგორიცაა, "პროტარგოლი" ან "კორალგორი". ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ რაიმეს გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია!


მცირე ასაკის ბავშვებისთვის განსაკუთრებით უსაფრთხოდ ითვლება ზღვის წყალზე დამზადებული წვეთები, როგორიცაა "აკვამარისი", "ჰიუმერი". მათი გამოყენება ახალშობილებისთვისაც კი შეიძლება და, რაც მთავარია, არავითარ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს.



1
7485
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
7485
  
2016, 14 დეკემბერი, 14:41
ნავტიზინი???

ბოლოს მაგის გარდა არაფერმა მიშველა არა და 2 სხვადასხვა ფირმის ცხვირის წვეთი ვიყიდე ერთში 9 და მეორეში 14ლარი გადავიხადე დაახლოებით
0 1 1