x
image
Lerato
პიგმენტური ლაქების მოცილება სახლის პირობებში – მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალებები
image


პიგმენტური ლაქები შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს: მზის სხივების ზემოქმედება, კონტრაცეპტივების მიღება, აკნე და ა.შ. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტს ამ პრობლემის ეფექტურად მოსაგვარებლად, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში.

ამავდროულად ნუ დაივიწყებთ: იმისათვის რომ პიგმენტური ლაქები მოიშოროთ, მისი გამომწვევი მიზეზი უნდა აღმოფხვრათ, ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევანი შეაჩეროთ სწორ, ჯანსაღ კვებაზე, უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი და არ გაატაროთ დიდი დრო მზის გულზე რუჯის მიღების მიზნით.

სტატიაში წარმოდგენილი რეცეპტები მარტივია მოსამზადებლად და გააჩნია მნიშვნელოვანი პლიუსი – არცერთი მათგანი არ შეიცავს კანისთვის აგრესიულ კომპონენტებს. რეკომენდაციას გაძლევთ სცადოთ ეს საშუალებები და აირჩიოთ ის, რომელიც უფრო ეფექტური აღმოჩნდება თქვენი კანისთვის.
სანამ ნიღაბს, კრემს ან ლოსიონს წაისმევთ, მსუბუქი პილინგი გაიკეთეთ კანი მკვდარი უჯრედებისგან რომ გაასუფთავოთ და ამით ხელი შეუწყოთ მისი რეგენერაციის პროცესს. სკრაბისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე სახლში მომზადებული საშუალება – შეურიეთ ცოტაოდენი სოდა, შაქრის ფხვნილი ან მარილი მცენარეულ ზეთს (ზეითუნის, მზესუმზირის, ან ნებისმიერი სხვა). დაიტანეთ კანზე და მსუბუქი წრიული მოძრაობით მასაჟი გაიკეთეთ თვალის მიმდებარე ზონის გარდა. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.


გამათეთრებელი კრემი


image


ასეთი კრემი განსაკუთრებით რეკომენდირებულია საკმაოდ მუქი ლაქების წინააღმდეგ, რამდენადაც შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, რომელიც აღიავებს და ათეთრებს კანს.

შემადგენლობა:


– რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი

– 2 ჩ.კ. რძის ფხვნილი

– რამდენიმე წვეთი გლიცერინი

– რამდენიმე წვეთი ლიმონი


კარგად აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უმჯობესია ეს კრემი ღამით წაისვათ, დილით კი გაღვიძებისთანავე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


მკვებავი ლოსიონი შვრიითა და ლიმონით


image


ეს ლოსიონი არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, ასევე მკვებავი თვისებებიც გააჩნია შვრიის წყალობით, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს.

შემადგენლობა:


– 1/4 ს.კ. დაფქული შვრია

– 250 მლ. წყალი

– 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი


აურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ ლოსიონი სახეზე ყოველდღიურად მთელი კვირის მანძილზე. გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


ფორთოხლის არომატული ნიღაბი


image


ძალიან ეფექტური და ეკონომიური ნიღაბი, რომელიც ფორთოხლის კანისგან მზადდება. დატოვეთ მზეზე კარგად გამოსაშრობად, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაფქვით. მიღებული დაფქული მასა აურიეთ რძესთან და ნატურალურ გლიცერინთან შემდეგი პროპორციებით:


– 2 ს.კ. დაფქული ფორთოხლის კანი

– 1 ს.კ. რძე

– რამდენიმე წვეთი გლიცერინი


დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დატოვეთ სრულ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


თაფლისა და კურკუმას ნიღაბი



image


თაფლის ნიღაბი კურკუმასთან ერთად შეიცავს დიდი რაოდენობით სამკურნალო კომპონენტებს, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აქრობს ანთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგზემის ან აკნეს დროს. ეს ნიღაბი ძალიან კარგად კვებავს მგრძნობიარე და ნაზ კანს. არსებული ნიღბის გამოყენება უმჯობესია უფრო ღია ფერის ლაქების არსებობის შემთხვევაში, ვიდრე მუქის.


აურიეთ თაფლი და დაფქული კურკუმა სქელი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის მანძილზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით.


ანტიოქსიდანტური ლოსიონი


image


ეს საშუალება უფრო გამაცოცხლებელი და მსუბუქია, ვიდრე ზემოთ ხსენებული რეცეპტები, ამიტომ რეკომენდირებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის ზახულის პერიოდშიც. ის კარგად ატონიზირებს კანს და ეხმარება თავისუფალი რადიკალების მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფლობს ანტიოქსიდანტურ თვისებებს.

შემადგენლობა:


– ნახევარი ფინჯანი კიტრის წვენი

– 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

– 1 ჩ.კ. ნატურალური გლიცერინი

– ნახევარი ფინჯანი ვარდის წყალი


კარგად აურიეთ კომპონენტები, დაიტანეთ ლოსიონი კანზე სფრეის მეშვეობით დღეში ორჯერ – დილით და ძილის წინ. არ არის საჭირო ლოსიონის წყლით ჩამობანა.


კიდევ რამდენიმე სასარგებლო რჩევა:


image


რამდენიმე ამ ინგრედიენტთაგან დაგეხმარებათ შექმნათ კოსმეტიკური საშუალების საკუთარი რეცეპტი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ. იქიდან გამომდინარე, თუ რა თვისებები გაინტერესებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ:


*ლიმონი: იდეალურია კანის გასაუფთავებისა და დეზინფექციისთვის, თუმცა შესაძლოა ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდეს მგრძნობიარე კანზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ლიმონის წვენი აურიოთ გლიცერინთან.


*ალოე ვერა: ეს მცენარე კარგად ატენიანებს ცხიმიან კანს და აშორებს აკნეს მიერ დატოვებულ კვალს. ალოეს წვენი შეგვიძლია წაისვათ უშუალოდ კანზე, ან აფთიაქში შეიძინოთ გელი მისი შემცველობით.


*მუშკის ვარდის ზეთი: წარმოადგენს აღმდგენ და სამკურნალო საშუალებას, ამიტომ რეკომენდირებულია მშრალი და მოწიფული კანისთვის.


*ვიტამინი Е : კონსერვანტის სახით იყენებენ ბევრ კოსმეტიკურ პრეპარატებში, კარგად ასუფთავებს კანს და აძლევს ბრწყინვალებას, აქრობს გამონაყარისგან დარჩენილ კვალსა და ლაქებს.


*ნემსიწვერას ეთერზეთი: ძლიერი აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა. გირჩევთ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო კრემსა თუ ნიღაბში.


2
6701
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
6701
  
2016, 24 თებერვალი, 12:24
დიდი მადლობა
2016, 24 თებერვალი, 9:41
როგორც ყოველთვის საინტერესო და გამოსაყენებელი სტატია :) რა თქმა უნდა გავაზიარე :)
0 1 2