x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138405
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
აღმოჩენილია დაბერების საწინააღმდეგო წამალი!

image


ბარნაული. 20 თებერვალი– რუსეთის საინფორმაციო სააგენტო. ალტაის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა გაააქტიუროს ორგანიზმის მიერ საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამომუშავების პროცესი, აღადგინოს კანი და შეინარჩუნოს მისი ბიოლოგიური ახალგაზრდობა– იტყობინება ბიომედიცინის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ივან სმირნოვი.


image



უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფი ორი წელია მუშაობს პრეპარატზე, რომელიც გამაახალგაზრდავებელი წამლის საფუძველი იქნება.




"ჩვენ ვმუშაობთ და ვქმნით გამაახალგაზრდავებელ წამალს ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქიმიოთერაპიის შემდეგ ძვლის ტვინის რეგენერაციის, ღვიძლის ჰეპატოპროტექტორული აქტივობის შენარჩუნებისთვის და პრეპარატებს ქალის ჯანმრთელობისთვის. ყველა ამ წამლის საფუძველი არის პრეპარატი, რომელიც ანელებს სიბერის პროცესს და ასაკობრივ დაავადებებს აქრობს" – ამბობს სმირნოვი.



მისი თქმით, სპეციალისტებმა უკვე ჩაატარეს წამლის ტესტირება ლაბორატორიის თაგვებზე და შედეგით კმაყოფილი არიან.



image


"ახლა სუბსტანცია ფხვნილის სახითაა. სამომავლოდ პრეპარატს შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიეცეს: დასალევად ტაბლეტების სახით და ასევე კრემის და გელის სახით ჭრილობებზე წასასმელად, რომელიც მყისიერად ხორცდება."–ამბობს მეცნიერი.



მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი დღეა უნივერსიტეტში არ წყდება ტელეფონის ზარები. ადამიანები რეკავენ მთელი რუსეთიდან და ცდილობენ ჩაეწერონ წამლის ტესტირებაზე, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ წამალი, მაგრამ ეს აკრძალულია.




სმირნოვის განცხადებით, მზა პროდუქციის გამოსვლამდე მეცნიერებს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ. "ახალგაზრდობის ელექსირი " წამლის სახით გამოვა თუ კოსმეტიკურ საშუალებად, ორი წლის შემდეგ გადაწყდება.



image

0
2445
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0