საზოგადოება ,,მაესტროსთან კითხვები აქამდეც მრავლად იყო''- ეკატერინე მიშველაძე 2016, 20 თებერვალი, 20:48 ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი ეკატერინე მიშველაძე სოციალურ ქსელში, ტელევიზიების გაკონტროლებაზე საუბრობს - ''ჩემთვის მთავარია, ამ ქვეყანაში ყველა მედია ერთ ხმაზე არ ლაპარაკობდეს! მთავარია, სახელმწიფო არ ერეოდეს სარედაქციო პოლიტიკაში! მთავარია განსხვავებული აზრი ისმოდეს და ინფორმაცია იყოს მრავალმხრივი! არ აქვს მნიშვნელობა მე ვეთანხმები თუ არა ამ აზრს ან მომწონს თუ არა ესათუის ტელევიზია! ამჯერად "მაესტროზე" ვამბობ. ავად ვარ და ორი დღეა ვერ მივედი ვერც ერთ ეთერში. კითხვები და ეჭვები რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა მათგან მთავარი: რატომ წინასაარჩევნოდ, ხომ არ არის ეს მედიის გაკონტროლების მცდელობა, რატომ იმ ფულით და ა.შ. მითუმეტეს, რომ უცნაურად მიყვა ერთმანეთს უცნაური მოვლენები მედიაში: ჩემი და ინგას გადაცემების დახურვა, რუსთავი 2, ახლა მაესტრო. მაესტროსთან კითხვები აქამდეც მრავლად იყო, თუნდაც ჟიჟი და ვახოს გამოშვებაზე... მოკლედ, შემთხვევით არაფერი ხდება! თუმცა, მედია ის თემაა, სადაც საბოლოოდ დაფარული არაფერია“ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 50 2-ს მოსწონს
|