საზოგადოება ვისაც აქვს სურვილი, რომ სკოლებში ასწავლონ მამათმავლობის შემწყნარებლობა- რის გამო წუხს ნინო ლაბარტყავა 2016, 20 თებერვალი, 19:08 მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს". ასევე დიდი აჟიტირებით ჩაიარა მისმა პოსტმა, სადაც ამბობდა, რომ ყველა ლგბტ-ს ერთ დიდ საქათმეში სიამოვნებით გადაასახლებდა. ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეს რეაქცია ადარდებდა.
ახლახანს კი ნინომ ახალი პოსტი დადო, რომელსაც უკვე ახალი სტატიის ფრაგმენტად მოიხსენიებს, სადაც ის უშუალოდ სკოლებში ახალი სახელმძღვანელოების შესაძლო სწავლებას ეხება. ტექსტს კი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცვლელად შემოგთავაზებთ: "ფრაგმენტი ჩემი ერთ–ერთი სტატიიდან, რომელიც ჩვენს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოების შესაძლო სწავლებას ეხება: "და კიდევ: ვისაც აქვს სურვილი, რომ სკოლებში მათ შვილებს ამ "უწყინარი" საგნების მიხედვით ასწავლონ მამათმავლობის შემწყნარებლობა, გარყვნილების ნორმად მიღება და უზნეობის სტანდარტულ, ნორმალურ ცნებად აღქმა, გამოვიდნენ და მთავრობას რომელიმე საჯარო სკოლის ექსპერიმენტულ სკოლად გადაკეთება მოსთხოვონ, სადაც სპეციალურად დატრენინგებული პედაგოგები პატარა "კომპასიტოებს", ლიბერალური ღირებულებების ეგიდით, დიდი მონდომებით აღზრდიან!" პ.ს. – სტატია ჯერ კიდევ რედაქტირების პროცესშია, მარა ვერ მოვითმინე )))"- წერს ნინო. 111 14-ს მოსწონს
|