ფოტოგრაფია 7 ჯოჯოხეთური ადგილი დედამიწაზე! 2016, 20 თებერვალი, 16:59 დედამიწა მრავალფეროვნებით არის აღსავსე. ჩვენს პლანეტაზე არის ულამაზესი
ადგილები, რომლებსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში "სამოთხეს" ვუწოდებდ, მაგრამ
არის ისეთი ადგილებიც, რომელიც ნამდვილად ჯოჯოხეთურ შთაბეჭდილებას
ტოვებს ადამიანზე.
წარმოგიდგენთ 7 ჯოჯოხეთუ ადგილს დედამიწაზე, რომლებიც უნდა ნახოთ... 1. ყარაჩაის ტბა - რუსეთი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ეს არის ბირთვული ნარჩენების ნაგავსაყრელი რუსეთში. ამ დაბინძურებულ ადგილზე საკმარია სპეციალური ნიღბის გარეშე 10 წუთით გაჩერება და თქვენი ორგანიზმი რადიოაქტიური დასხივებით მოიწამლება. 2. სან პედრო სულა - ჰონდურასი მსოფლიოს ყველაზე საშინელი ქალაქი არის სან პედრო სულა, რომელიც მდებარეობს ჰონდურასში. ქალაქში კრიმინოგენია უმაღელს დონეზეა. სან პედრო სულაში ყოველდღიურად, საშუალოდ 5 ადამინი კვდება. 3. ნიოსის ტბა - კამერუნი ეს არის ტოქსიკური ტბა, რომელიც წარმოიქმნა ვულკანების ჩაქრობის და კრატერების ნალექების შედეგად. შიგადა შიგ ამ ტბაზე აირების აფეთქება ხდება, უკანასკნელი ინფორმაციით, ერთ-ერთ აფეთქებას 1700 კამერუნელის სიცოცხლე შეეწირა. 4. დანაკილის უდაბნო National Geographic-მა ამ რეგიონს „დედამიწის უმკაცრესი ადგილი უწოდა“. ამ ადგილზე არარსებობს, რომ იწვიმოს. ტემპერატურა ძალიან ხშირად 50 გრადუსს სცდება. ეს არის ერთ-ერთ ადგილი მთელს მსოფლიოში, სადაც ცხოვრება ფაქტიურად შეუძლებელია. 5. იელოუსტოუნის კალდერა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი, მოქმედი ვულკანი, რომლის ამოფრქვევასაც შესაძლოა დიდი კატასტროფა მოჰყვეს... აფეთქების შედეგად, შესაძლოა მთელს მსოფლიოში შხამიანი აირი გაფანტოს. 6. გველის კუნძული - ბრაზილია რატომღაც ყველასთვის, ამ ჩამოთვლილთაგან ყველაზე საშინელი ადგილი ეს ითვლება. ამ კუნძულზე მოგზაურობა აკრძალულია. ვინაიდან აქ ბინადრობენ მსოფლიოს ყველაზე საშინელი და შხამიანი გველები. ყოველ ნაბიჯში შესაზლებელია დიდ, შხამიან გველთან შეხვედრა. 7. ანტარქტიდა ჩამოთვლილთაგან ყველაზე უსაფრთხო ადგილი, მაგრამ მაინც საშინელი. საათში 300 კმ/სთ სიჩქარის ქარი და -90 გრადუსი ყინვა. თქვენი აზრით, აქ შესაძლებელია, რომ ადამიანმა იცოცხლოს? მადლობა ყურადღეისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 235 11-ს მოსწონს
|