x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი!

image


ზამთარი, როგორც წესი, განსაკუთრებით "დატვირთულია" ვირუსებით, რომლებიც " მრდ"-ს ანუ მწვავე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ. თუმცა ამ ვირუსებს შორის არის განსაკუთრებით აგრესიულები - ესენია გრიპის ვირუსები. არასპეციალისტისთვის ზოგჯერ ძალიან ძნელია მწვავე რესპირატორული დაავადების, ე.წ. გაციების და გრიპის ერთმანეთისგან გარჩევა. არადა განსხვავება პრინციპულია: იმას, რასაც გვპატიობს გაციება, არ გვაპატიებს გრიპი!

მართალია, ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრიპი და გაციება ერთმანეთს ჰგავს და მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ ექიმებისთვის ისინი სრულიად სხვადასხვა დაავადებებია და სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებს საჭიროებს. ამიტომ, იმისათვის, რომ დროულად მივხვდეთ, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს, აუცილებელია ჩვენ თვითონაც ვიცოდეთ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება.


1. გრიპი ყოველთვის იწყება უეცრად. როგორ წესი, დაავადების შემოტევის ზუსტი დღისა და საათის დასახელებაც კი შეიძლება ხოლმე. მრდ-სთვის კი დამახასიათებელია სიმპტომების თანდათანობითი გამოკვეთა (სურდო, ყელის ტკივილი).
image

2. გრიპის პირველი სიმტომებია თავის, თვალების, კუნთების ტკივილი, შემცივნება, თავბრუსხვევა, ოფლდენა, ტანში მტვრევა და ტემპერატურის მკვეთრი მომატება (39 ან მეტი). მდრ კი იწყება ცხვირის გაჭედვით და ყელის ტკივილით. ტემპერატურა იშვიათად ადის 38, 5-ზე მაღლა.


3. ცემინება - გაციების თანმდევი ნიშანია, რომელიც როგორც წესი, არასოდეს ახლავს გრიპს.
სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვით ხველებაზე. გაციების დროს ხველა დაავადების დასაწყისში ჩნდება. იგი მშრალი და საშუალო სიძლიერისაა. გრიპის დროს კი ხველა მეორე ან მესამე დღეს იწყება (მასთან ერთად ჩნდება სურდო და ყელის ტკივილი). გრიპის ხველა ძალიან ძლიერი და დამღლელია, ხშირად თან სდევს ტკივილი მკერდის არეში, რაც გამოწვეულია იმით, რომ გრიპის ვირუსი "დაბინავდა" ტრაქეის ლორწოვან გარსში.


image

4. გრიპის დროს მკვეთრად არის გამოხატული ინტოქსიკაცია, ანუ ორგანიზმის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით, რომლებიც ჩნდება ვირუსებისა და დამცავვი უჯრედების დაშლის შედეგად.

5. კლასიკური გრიპი მიმდინარეობს უფრო რთულად, ვიდრე მრდ და ხშირად აქვს გართულებები პნევმონიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ნერვული სისტემის დაზიანების სახით.
image

6. გაციების შემთხვევაში ერთი კვირით სახლში ყოფნისა თუ წოლითი რეჟიმის შემდეგ ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ადვილად უბრუნდება. უფრო მეტიც, შეიძლება არც დარჩეს სახლში და განაგრძოს მუშაობა, თუმცა ამგვარი ქცევა არ არის რეკომენდებული. გრიპის შემთხვევაში კი რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა მთელ თვეს გაგრძელდეს: დიდხანს რჩება თავბრუსხვევა, წნევის მერყეობა, უმადობა, თვალები თავისით იხუჭება. ეს არის ე.წ. "ასთენიური სინდრომი" - ძალების გამოცლა. ამ დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმის შენარჩუნება, რადგან შესაძლოა დაავადების "შემობრუნება" მოხდეს.




გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
55122
16-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
55122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0