ასტროლოგია უცნაური ფაქტები მზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პირველად გაიგონოთ... 2016, 19 თებერვალი, 2:07 მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი მზეა. ის თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები. მზის დიამეტრი დედამიწის დიამტერს 109 ჯერ აღემატება.
როგორც ცნობილია მზე ჩამოყალიბდა 4, 568 მილიარდი წლის წინ.
მჟამად მზე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლით ადგილობრივი ბურთულის ზონაში მოძრაობს — ირმის ნახტომის ორიონის მკლავის შიდა რგოლში. დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი)
მზეზე საუბარი რომ გავაგრძელოთ შესაძლოა ვერც დავამთავროდ, მეცნიერულ და საზოგადოებრივ თვალსაზრისით მზეს ძალიან ბევრი ფუნქცია აკისრია კაცობრიობის არსებობასთან დაკავშირებით. ვიცით მზის შესახებ გამაოგნებელი და საინტერესო ფაქტები, მაგრამ ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ ამ ფაქტებზე... ჩვენი თემა შეეხება იმ უცნაურობებს, რომლებიც მზის შესახებ უნდა ვიცოდეთ. უცნაური ფაქტები მზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა პირველად გაიგონოთ... 1. სიშორე შესაძლოა იცოდეთ, ან არა... მაგრამ მზე დედამიწიდან 26 000 სინათლის წლის მანძილითაა მოშორებული. 2. აირი საინტერესოა, მაგრამ რეალური, მზე შეიცავს 10 სხვადასხვა სახის აირს. 3. ოქრო მზეზე მილიარდობით ტონა ოქროა, თანაც რამოდენიმე სახეობის... 4. ასაკი იცოდით თუ არა, რომ მზის ასაკი 4.5 მილიარდ წელს აღემატება?!... 5. ენერგია მზე დედამიწას ამარაგებს დიდი რაოდენობით ენერგიით და სინათლით, მოკლედ რომ ვთქვათ, მზე რომ არა... დედამიწაზე არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. 6. ორბიტალური სიჩქარე მზის ორბიტალური სიჩქარე სავარაუდოდ ცნობილია, როგორც 220 კილომეტრი. 7. ღმერთი ძველ მითოლოგიაში და ანტიკურ პერიოდში, მზეს აღიქვამდნენ, როგორც ღმერთს. 8. ერთადერთი მზე ერთადერთია იმ 6000 ვარსკვლავიდან რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დანახვა. 9. ტემპერატურა ტემპერატურა მზის შუაგულში, ბირთვში 14 მილიონი კელვინია 10. წონა ადამიანი რომელიც იწონის დედამიწაზე 60 კილოგრამს, მზეზე აიწონიდა 1680 კილოგრამს. 11. შემადგენლობა მზე შედგება: 73% წყალბადი, 25% ჰელიუმი, 1.5% ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი და სხვა დანარჩენი ელემენტები 0.5%. 12. გრავიტაცია მზის გრავიტაცია ისეთი ძლიერია, რომ პლანეტა პლუტონიც კი რომელიც 5.9 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული მზისგან ისიც კი მზის ორბიტაზეა. პლუტონზე მზის სხივი 5.5 საათში აღწევს. 13. დაბნელება მთლიანად მზის დაბნელება შეიძლება გაგრძელდეს 7 წუთით და 40 წამით. იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1349 14-ს მოსწონს
|