x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ წელს მოსალოდნელი ვარსკვლავური ქორწილები
ქორწინება, პირდაპირი მნიშვნელობით, ხომ ორი სხვადასხვა ადამიანის ურთიერთკავშირია, როდესაც ცოლ-ქმრის უღელს ატარებს და ერთმანეთს ეკუთვნიან სამუდამოდ (სიკვდილამდე). თუმცა დღეს ასე როდია, ქორწინება-განქორწინების საკითხები ისეთივე ადვილი მისადგომია და ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს, როგორც სხვა ყველასათვის, ასევე ჩვენი ცნობილებისთვის. ამ შემთხვევაში კი მათ ყველაზე ნაკლებად ადარდებთ ყვითელ ფურცლებზე მოხვდებიან თუ განკითხვის ქარ-ცეცხლში გაეხვევიან თავიანთი შეუღლება-განშორებების გამო.


მალე გადავაგორებთ ამ ცივ ზამთარს და მოგვიკაკუნებს კარზე გაზაფხული, ახალი სიცოცხლით შეიმოსება დედამიწა და ჩვენს ცნობილებსაც მეტი სტიმული მიეცემათ, რათა დააჩქარონ ქორწინების საკითხები, რომელისთვისაც დიდი ხანია განსაკუთრებულად ემზადებიან. გაინტერესებთ ვინ გეგმავენ წელს ქორწილებს?

image

წარმოგიდგენთ ამ წელს მოსალოდნელ ვარსკვლავურ ქორწილებს:




1. Taylor Kinney. 34 წლის მსახიობმა, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 14 თებერველს "ვალენტინობა" დღეს მოულოდნელად ხელი სთხოვა საყვარელ ქალს- "ძვირფასო, მოდი დავქორწინდეთ" და კოლოფით, გულის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი გაუწოდა. აღფრთოვანებულმა Lady Gaga-მ თანხმობა განუცხადა. ასე, რომ წელს წყვილის ქორწილი გარდაუვალი იქნება.

imageimage



2. Mariah Carey. 45 წლის მომღერალს სწორედ ამ ასაკში გაუღიმა ბედმა სიყვარულში და წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, ბიზნესმენ James Packer-ზე დაინიშნა.

imageimage



3. Eva Longoria. უმშვენიერეს ქალბატონს მესამეჯერზე გაუმართლა და თითზე ბრილიანტის ბეჭედი მოირგო. მისი რჩეული კი ესპანურენოვანი მედიაჰოლდინგის პრეზიდენტი Jose Antonio Baston-ი გახდა.

imageimage



4. Kylie Minogue. წარმოშობით ავსტრალიელი მომღერლის ცხოვრებაშიც 47-ე წელს დადგა ბედნიერების დრო და როგორც იქნა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცად მას 27 წლის მსახიობი Joshua Sasse მოევლინა.

imageimage



5. Irina Shayk. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი მოდელისა და ფეხბურთელის მრავალწლიან რომანს კარგა ხანია წერტილი დაესვა, რაც საზოგადოებისთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო, ვინაიდან ყველას რატომღაც ქორწილით დაგვირგვინება წარმოედგინა მათი ურთიერთობა. დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ირინა შეიკი რონალდოს დაშორდა და საქმე მსახიობ Bradley Cooper-თან დაიჭირა. ხალხი მათ ურთიერთობასაც არასერიოზულად უყურებდა, თუმცა ამჯერად საქმე სხვაგვარადაა, წყვილის გეგმებში დაშორება კი არა, მხოლოდ ქორწინება შედის. წყვილის მეგობრები თამამად საუბრობენ იმაზე, რომ ამ შემოდგომას ბრედლი ირინას საკურთხეველთან მიაცილებს.

imageimageimage

0
1108
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0