ტექნიკური ასი წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება საკვები ინტერნეტით გადმოქაჩოთ 2016, 18 თებერვალი, 18:04 ![]() ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია განვჭვრიტოთ როგორი იქნება მსოფლიო უახლოესი 100 წლის განმავლობაში. კვლევაში მეცნიერების გარდა ფუტუროლოგები და არქიტექტორებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, კაცობრიობა 100 წლის შემდეგ დაიწყებს ნეგატიური ცათამბჯენების მშენებლობას, რომლის 25 სართული მიწისქვეშ ჩაეშვება, იუწყება The Independent-ი. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაინერგება სწრაფი მშენებლობის ტექნოლოგიები მაღალი წნევის პირობებში, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს შექმნან სპეციალური დასახლებები წყლისქვეშ.ხოლო ძირითადად პერსონალური და სატვირთო ტრანსპორტი უპილოტო იქნება. ![]() მოხსენებაში ფართოდაა განხილული 3D-პრინტერის მომავალი შესაძლებლობები. 2116 წელს მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება დამზადდეს არა მარტო ავეჯი, არამედ მთლიანი სახლი ან კოპლექსები.საჭმლის დამზადება 3D-პრინტერით უკვე დღესაა ნაწილობრივ ხელმისაწვდომი. მომავალში შესაძლებელი იქნება საჭმელი ინტენრეტით გადმოვქაჩოთ და მატერიალიზება სახლის პრინტერით გავუკეთოთ. მომავალში აგრეთვე განხორციელდება კომერციული კოსმოსური ფრენები, აგრეთვე მოხდება მარსის და მთვარის კოლონიზაცია. ![]() 138 11-ს მოსწონს 1-ს არა
|