x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138465
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ლოგიკური გამოცანები. ნაწილი III (პასუხები აქვს)
image

image

1. არქეოლოგმა ძველებური მონეტა იპოვა, რომელზეც გამოშვების თარიღად, ძვ. წ. აღრ. 10 წელი იყო დატანილი. არქეოლოგი მაშინვე მიხვდა რომ მონეტა ყალბი იყო.

რატომ?

image

2. მფრინავი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. მიწაზე დახტომის დროს, მას არაფერი დაუზიანდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ?

image

3. გზასთან პატრულის ორი თანამშრომელი იდგა. ერთი გზის ზედა ნაწილს უყურებდა, რომ დაენახა ჩრდილოეთიდან მომავალი მანქანები, ხოლო მეორე - გზის ქვედა ნაწილს უყურებდა და სამხრეთიდან მომავალ მანქანებს აკონტროლებდა. უცებ ერთი ეკითხება მეორეს: "რატომ იღიმი?".

საიდან იცოდა ერთმა პატრულმა, რომ მეორე იღიმებოდა?

image

4. თქვენ მონაწილეობთ სირბილის შეჯობრში მოკლე დიდსტანციაზე, გადაასწარით მორბენალს, რომელიც ბოლო ადგილზე იყო.

ამის შემდეგ, თქვენ რომელ პოზიციაზე იქნებით?
ა) ბოლოს წინა პოზიციაზე.
ბ) პირველზე.
გ) პოზიციის განსაზღვრა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ცნობილია შეჯიბრში მონაწილეთა რაოდენობა.

დ) სრული უაზრობაა.

image

5. ავტომობილის პატრონმა დილით აღმოაჩინა რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ჩაჯდა მანქანაში და 50 კმ. გაიარა, სამუშაომდე. საღამოს უკან ისევ ამ მანქანით დაბრუნდა, ისე რომ საბურავისთვის ხელი არ უხლია.

ეს როგორ შეეძლო?

image

6. კეტის მამას 7 ქალიშვილი ჰყავდა და არცერთი ვაჟი. 6 გოგონას ერქვა: ნანა, ნენე, ნინი, ნინო, ნუნუ, ნონა.

რა ერქვა მეშვიდე შვილს?
ა) ნინა.
ბ) ნანუ.
გ) ნინია.
დ) ჩამონათვალში არ არის მისი სახელი.

image7. მუშკიტერს პრინცესაზე უნდოდა დაქორწინება. არც პრინცესა იყო მისდამი გულგრილი. მაგრამ მეფეს არ უნდოდა შვილის მისთვის მითხოვება და უთხრა: იმ შემთხვევაში მოგათხოვებ, თუ ჩემს პირობას დათანხმდებიო. პირობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქუდში ჩაგდებული ორი ფურცლიდან, რომლებზეც ეწერა “ქორწინება" და “სიკვდილი", ერთ-ერთი უნდა ამოეღო. მუშკიტერი დათანხმდა, მაგრამ ეშმაკმა მეფემ, ორივე ფურცელზე “სიკვდილი" დაწერა. ამის შესახებ პრინცესამ გაიგო და შეყვარებულს შეატყობინა.

რა უნდა გააკეთოს მუშკიტერმა, რომ გადარჩეს და პრინცესაზე იქორწინოს?

image

8. წრის შიგნით, დიამეტრალურ ხაზზე 11 ადმიანი იდგა, წრის ერთი გვერდიდან მეორემდე.

დაასახელეთ ადამიანების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც უნდა გადაადგილდნენ ხაზიდან წრესთან, რომ თერთმეტივე კაცი წრესთან აღმოჩნდეს.

image

9. ფერმერს 19 ძროხა ჰყავდა და 9-ის გარდა ყველა მოუკვდა.

რამდენი ძროხა დარჩა?

image

10. სამმა სტუდენტმა ლექციაზე დააგვიანა. მათ დაგვიანება იმით ახსნეს, რომ ყველა ერთი მანქანით მოდიოდა და საბურავი დაეშვათ. ლექტორმა სულ მალე დაადგინა რომ იტყუებოდნენ.

როგორ?

image11. ბევრ თქვენთაგანს გინახავთ ალკომარკეტებში, ბოთლში ჩადებული დიდი მწიფე ხილი: ვაშლი, მსხალი ან სხვა.

როგორ დებენ დიდ ხილის, ვიწროყელიან ბოთლებში?

image12. ნაპირთან ახლოს გემი იდგა, რომლიდანაც თოკით დაწნული კიბე იყო გადმოკიდებული. კიბეს 15 საფეხური ჰქონდა. საფეხურებს შორის დაშორება 45 სმ-ა. ყველაზე ქვედა საფეხური წყალს ეხება. დაიწყო მოქცევა და ამის გამო, ყოველ საათში ზღვის დონე 15 სმ-თ იწევდა ზევით.

რა დრო არის საჭირო, რომ წყლის დინემ III საფეხურამდე მიაღწიოს?

image13. ხოჭო ხეზე ადის მთელი დღის მანძილზე 5 მეტრზე, ხოლო ღამე – 2 მეტრით ქვემოთ ჩამოდის.

რა დღეს იქნება ხოჭო 9 მ. სიმაღლეზე, თუ მან ხეზე ასვლა, კვირას, დილის 6 სთ-ზე დაიწყო?

image14. მშენებლობაზე 3 მუშა მუშაობდა. ერთს 2 ფუნთუშა ჰქონდა, მეორეს ერთი. მათთან მესამე მუშა მივიდა და სთხოვა მისთვისაც მიეცათ ფუნთუშა. მას ფუნთუშა მისცეს და მესამე მუშამ, დანარჩენ ორს 3 ლარი გადაუხადა. ამ თანხიდან იმ მუშამ რომელსაც 1 ფუნთუშა ჰქონდა, 1 ლარი აიღო, ხოლო მეორემ, რომელსაც 2 ფუნთუშა ჰქონდა – 2 ლარი.

სწორედ გაიყვეს თუ არა მუშებმა ფული?

image

15. ოთახის ოთხივე კუთხეში ზის თითო კატა, ყოველი კატის წინ ზის 3 კატა და ყველა კატის კუდზე ზის ერთი კატა.

რამდენი კატა არის ოთახში?

image16. წარმოიდგინეთ 2 ქალაქი. ერთ მათგანში ადამიანები მხოლოდ სიმართლეს ამბობენ, მეორეში – მხოლოდ იტყუებიან.

რა კითხვა უნდა დაუსვათ გამვლელებს, რომ გაიგოთ, რომელ ქალაქში იმყოფებით?

image

17. ბიჭს თანაბარი რაოდენობით ჰყავს დები და ძმები. მის დას ორჯერ მეტი ძმა ჰყავს, ვიდრე და.

რამდენი და და რამდენი ძმა არის ოჯახში?

image18. სამხედრო ბანაკს კვადრატის ფორმა აქვს. 16 გუშაგი თანაბრად უნდა განაწილდეს ბანაკის ოთხივე მხარეს. თავიდან სერჟანტმა 5 - 5 კაცი დააყენა ყოველი მხრიდან. შემდეგ კაპიტანი მოვიდა და იგივე 16 კაცი ხელმეორედ გადაანაწილა ისე, რომ თითოეულ მხარეს 6-6 გუშაგი იცავდა. შემდეგ პოლკოვნიკი მოვიდა და ისევ გადაანაწილა 16 გუშაგი ისე, რომ ბანაკს თითოეული მხრიდან, უკვე 7 გუშაგი იცავდა.

როგორ გაანაწილეს გუშაგები სერჟანტმა, კაპიტანმა და პოლკოვნიკმა?

image

19. არის ტაფა, რომელზეც ერთდროულად 2 ნაჭერი პურის გახუხვა შეიძლება. პურის თითოეული გვერდი 30 წმ. უნდა იწვებოდეს.

როგორ უნდა გახუხოთ 1.5 წთ-ში 3 ნაჭერი პური?

image

20. ადამიანმა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ნავით მგელი, თხა და კომბოსტო უნდა გადაიტანოს. მაგრამ ადამიანის გარდა, კიდევ ერთი პერსონაჟი ეტევა ნავში. ადამიანის თანდასწრებით, არავინ ერთმანეთს არა ჭამს. ადამიანი თვალს რომ მოეფაროს, თხა კომბოსტოს შეჭამს, მგელი კი თხას.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ საკუთარი ტვირთი, დანაკარგის გარეშე, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაიტანოს?

imageპასუხები:
image1. აღნიშვნა "ჩვენს ერამდე" მონეტაზე, ჩვენი ერის დადგომის შემდეგ შეიძლებოდა გაჩენილოყო.

2. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე იდგა.

3. პატრულები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.


4. დ). არ შეიძლება ბოლო მონაწილეს გასწრება.

5. საბურავი სათადარიგო ბორბალზე იყო დაშვებული.

6. დ). მეშვიდე გოგონას კეტი ჰქვია

7. მუშკირერმა უნდა ამოიღოს ნებისმიერი ფურცელი და გადაყლაპოს. მეორე ქაღალდს რომ შეამოწმებენ, ნახავენ რომ იქ “სიკვდილი" წერია. ე. ი. მის მიერ გადაყლაპულ ქაღალდზე “ქორწინება" ეწერებოდა.

8. ცხრა. ორი ადამიანი ისედაც იდგა წრესთან.

9. ცხრა.

10. ლექტორმა თითოეული სტუდენტი გამოკითხა (ცალკე კაბინეტში), დაშვებული საბურავის თაობაზე და სამივემ სხვადასხვა საბურავი დაასახელა.

11. ეს ძალიან ადვილია. ვიდრე ხილი პატარა ზომის არის, ისე რომ არ წყვეტენ, ბოთლში ათავსებენ. ბოთლს კი ხეზე აბავენ და ხილი ბოთლში იზრდება.

12. გემი წყლის დონის მატებასთან ერთად იწევს ზევით. ამიტომ, წყალი III საფეხურამდე ვერაასდროს ავა.

13. 9 მ. სიმაღლეზე ხოჭო, ტემპით – 5 ზევით, 2 ქვევით, სამშაბათს იქნება 13 სთ. და 12 წთ -ზე.

14. არა. ვისაც 1 ფუნთუშა ჰქონდა, მას ფული არ უნდა აეღო, რადგან მესამე მუშისთვის არაფერი მიუცია. 3 ლარი მხოლოდ იმ მუშას ეკუთვნოდა, რომელსაც ზედმეტი ფუნთუშა ჰქონდა.

15. ოთახში 4 კატა არის. თითოეული კატის წინ 3 კატა ზის და კატები საკუთარ კუდებზე სხედან.

16. უნდა კითხოთ: "ადგილობრივი ხართ?". მართლების ქალაქში ყოველთვის გეტყვიან “დიახ" მატყუარებიც კი, მეორე ქალაქიდან. მატყუარების ქალაქში ყველა გეტყვით "არა" ადგილობრივი მატყუარებიც და სტუმრად ჩამოსული სიმართლის მთქმელები.

17. ოჯახში 4 ძმა და 3 და არის.

18. სერჟანტმა გუშაგები ასე გაანაწილა: თითო გუშაგი კუთხეებში და 3-3 შუაში. გამოდის 5 ყოველი მხრიდან.

კაპიტანმა ასე გაანაწილა 16 გუშაგი: 2-2 კუთხეებში დააყენა და 2-2 გვერდებზე. პოლკოვნიკის სქემა კი ასეთი იყო: 3-3 კუთხეებში და თითო შუაში.

19. ჯერ 30 წამი უნდა შეიწვას I და II პურის ნაჭერი. შემდეგ უნდა ამოვიღოთ I და ჩავდოთ III, ხოლი II ნაჭერი გადავაბრუნოთ. 30 წამოს შემდეგ, ამოვიღოთ II ნაჭერი და ჩავდოთ I ნაჭერი უმი გვერდით ქვევით და გადავაბრუნოთ III ნაჭერი.

20. ჯერ უნდა გადაიყვანოს თხა, მგელი კომბოსტოს არა ჭამს. შემდეგ გადაიტანოს კომბოსტო და უკანა გზაზე, წამოიყვანოს თხა. შემდეგ, გადაიყვანოს მგელი, დატოვოს ის კომბოსტოსთან და წავიდეს თხის გადმოსაყვანად.


თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:


ლოგიკური გამოცანები. ნაწილი I (პასუხები აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/63224-ლოგიკური-გამოცანები-ნაწილი-I-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


ლოგიკური გამოცანები. ნაწილი I (პასუხები აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/63224-ლოგიკური-გამოცანები-ნაწილი-I-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/63298-ლოგიკური-თავსატეხები-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში

http://intermedia.ge/სტატია/62952-ყველაზე-რთული-გამოცანები-მსოფლიოში/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


რთული გამოცანა (პასუხი აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/62772-რთული-გამოცანა-პასუხი-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


როგორ კითხვებზე უნდა შეგეძლოთ პასუხის გაცემა, ისეთ დიდ კომპანიებში დასაქმების მსურველებს, როგორებიც არის Apple, Adobe, Microsoft, Google და ა. შ.

http://intermedia.ge/სტატია/62758-როგორ-კითხვებზე-უნდა-შეგეძლოთ-პასუხის-გაცემა-ისეთ-დიდ-კომპანიებში-დასა/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/62727-გამოცანები-ხრიკებით-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


0
15232
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0