ამოცანები რთული გამოცანები (პასუხები აქვს) 2018, 22 იანვარი, 10:11
ჩვენს ტვინს, ისევე როგორც სხეულს, დატვირთვა და ვარჯიში ესაჭიროება, რომ ყოველთვის ფორმაში იყოს. ქვემოთ გთავაზობთ სავარჯიშოებს, რომლებიც ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... მსგავსი სახის გამოცანებს IQ (ინტელექტის კოეფი) დასადგენად იყენებენ, ტაიმერის თანხლებით. გამოცანის ან ამოცანის პირობის გაცნობის შემდეგ, გამოსაცდელ პირს, პასუხის გასაცემად, გარკვეული დრო ეძლევა – 10-30 წმ.-ს ფარგლებში, გამოცანის სირთულის მიხედვით. ადამიანების უმრავლესობის ინტელექტის კოეფიციენტი 85-115-ს შორის მერყეობს. მხოლოდ 10-დან ერთსა აქვს IQ 115-ზე მეტი და როგორც ამბობენ, მათ ამ გამოცანებზე სწორი პასუხის გაცემა, დადგენილი დროის ინტერვალში, უპრობლემოდ შეუძლიათ. I. როგორი არის ეს პირამიდა ზემოდან?
ამოირჩიეთ სწორი პასუხი.II. დათვალეთ ციფრების რაოდენობა სურათზე III. იპოვეთ გაყალბებული სურათი რამდენიმე თარიღი ცნობისთვის: ვან-ეიკი (1390–1441)რუბენსი (1577–1640) დიურერი (1471–1528) მონე (1832–1883) რაფაელი (1483–1520) კოლუმბმა ამერიკა 1492 წ. აღმოაჩინა.IV. იპოვეთ განსხვავებული კატა V. რამდენი კუთხე ექნება მაგიდას, თუ ერთს ჩამოახერხავენ?
VI. მინიმუმ რამდენჯერ უნდა გაიჭრას სიგანეზე ძეხვი, რომ ძეხვის 7 ნაჭერი მივიღოთ?
VII. მაღალი ღობის ქვემოდან ცხენის 8 წყვილი ფეხი ჩანს. რამდენი ცხენია ღობის მიღმა?
VIII. ზედა და ქვედა რიგებში ისე განალაგეთ პინგვინები, რომ მათი ციფრების ჯამი, თითოეული ლურჯი ხაზეის გასწვრივ, 12-ს ტოლი იყოს.
IX. ეს ადამიანს 3-ჯერ ეძლევა: პირველად და მეორედ უფასოდ, ხოლო მესამედ – ფულის გადახდა არის საჭირო. რა არის ეს? X. რამდენი იქნება?
პასუხები: I. მესამე II. 9 ციფრი, თუ გადმობრუნებულ სურათს არ ჩავთვლით.III. გაყალბებულია ვან-ეიკის სურათი. ჰოლანდიელი ფერმწერი 1441 წ. გარდაიცვალა. ხოლო, თუთუნი ევროპაში, XV საუკუნის ბოლოს, კოლუმბის მიერ, ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გამოჩვდა. ამიტომ, ის ვერ დახატავდა ადამიანს ჩიბუხით. IV.V. ხუთი VI. სამი VII. 4 ცხენი. VIII. პინგვინები ასე უნდა იყოს განლაგებული: ზედა რიგში – 7, 2 და 3, შუაში – 4, ქვედა რიგში – 5, 6 და 1. IX. კბილი X. 6: 2 X 3 = 9 თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( I ნაწილი) ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (II ნაწილი) ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( III ნაწილი)
4096 10-ს მოსწონს
|