x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე მოკლე მოთხრობები. ნაწილი III

ნისლიდან
image

image

ნისლით გახვეული გზის პირას ფეხის ხმა გაისმა და ლინმა ჩანთას ხელი უფრო მაგრად მოუჭირა. სიბნელიდან ემილი გამოჩნდა. ისევე როგორც ლინი, ისიც მეძავი იყო.
– გამოიჭირე ვინმე? – ჰკითხა ლინმა.
– ისე რა, იყო ცოტა რამ. შენ?
– ჯერ არა.
– ეს ყველაფერი, იმ მფატვრელის ბრალია, – ამოიოხრა ემილიმ. – მგონი, მთელს ლონდონს ეშინია ჯეკის.
– სინამდვილეში მას ჟაკლინი ჰქვია, – თქვა ლინმა და ჩანთიდან დანა ამოიღო.

კურტ ჰომანი
image

ჯადოქარი და მისი ასისტენტი
image

image

კარმენ დიდებული ვერაფრით იჯერებდა, რომ ნინა მას ღალატობდა. რისხვისაგან შეშლილმა, შურისძიება გადაწყვიტა.
ნინა ყუთში შეძვრა და მათი საფინალო ნომერი დაიწყო. ეს იყო პროგრამის საუკეთესო ნომერი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. კარმენ დიდებული, მართლაც რომ დიდებული იყო სცენაზე – მას აშკარად ჯადოსნური ძალები ეხმარებოდნენ და მხოლოდ მოხერხებული ხელები არ იყო მთავარი. როდესაც უკანასკნელი დაშნა მოხვდა ყუთს, მოკლე კივილის ხმა გაისმა.
– აბრაკადაბრა! – წარმოთქვა კარმენმა.

მარტა ჯარა

image

უბედური შემთხვევა
imageimage

«სელია, შენა ხარ ყველაფერში დამნაშავე. შენ ჩემს გაბერილ სხეულს აუზში იპოვი. მშვიდობით.

უმბერტო».

ის სახლიდან გამოვიდა, ხელში წერილი ეჭირა, და მე დამინახა. აუზში სახით ქვევით ვიწექი და აბაზანაში ჩავარდნილ გიგანტურ ბუზს ვგავდი. როდესაც ის წყალში ჩახტა ჩემს გადასარჩენად და გაახსენდა რომ ცურვა არ იცოდა, მე წყლიდან ამოვედი.
პატიმარი 338412.

ტომ ფორდიimage

სისხლზე დაფიცება
image

image

– საიდუმლოს შენახვა შეგიძლია, ემ?

– რა თქმა უნდა.
– სისხლზე დაიფიცებ?
– მომისმინე, ტაი…
– ო, მაპატიე, ექიმო, მე დამავიწყდა. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დაამთავრე, შენ საკუთარი თავი, ყველა ჩვენგანზე ჭკვიანი გგონია.

ემეტმა ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გაუწოდა. დანა სისხლით შეიღება. მათ ცერა თითები ერთმანეთს შეახეს.
– აბა მითხარი, საიდუმლო რა არის?

სისხლი, ორივეს თითიდან, იატაკზე წვეთავდა.
– მე შიცი მაქვს, ძმაო.

ჯო ჰაბლი

image

ცხოველების ბაზარი
imageimage

– ჰენრი, – თქვა თუთიყუშმა, როდესაც ორი პოლიციელი გვამის დასათვალიერებლად მივიდა, რომელიც სისხლის გუბეში იწვა.

– ჰენრი, არ გინდა! – დაიყვირა თუთიყუშმა.
ერთი პოლიციელი მივიდა მაგიდასთან და მოკლულის დღიურში ჩაიხედა. გადაშლილი დღიურის ფურცელზე წითელი ფანქრით იყო შემოხაზული დრო «9:30» და მიმდინარე თარიღი.
– ჰენრი, გთხოვ! – წამოიკივლა ისევ თუთიყუშმა.
– საინტერესოა, რამდენი ნაცნობი ჰყავს ამ ბიჭს, რომელსაც ჰენრი ჰქვია?
– მხოლოდ ერთი.

სკოტ დ. შოუ

0
216
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0