სისხლის სამართალი თელავში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა დამძიმდა 2016, 17 თებერვალი, 11:40 15 თებერვალს თელავში, შელაპარაკების დროს დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდის მდგომარეობა დამძიმდა, ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. დანაშაული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მოხდა, სადაც ახალგაზრდები ქეიფობდნენ. როგორც ცნობილი გახდა დაჭრილები თელავის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთ დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნქვაზე იმყოფება. ხოლო მეორე კი ქირურგიულ განყოფილებაში რჩება. შსს-ს ინფორმაციით, საქმე 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 143 2-ს მოსწონს
|