x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან
საიდუმლოს არ წარმოადგენს და ფართოდ გავრცელებული გამონათქვამია- "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", მაგრამ ზოგჯერ მსხვერპლი შეიძლება დიდი აღმოჩნდეს. მცენარეული ექსტრაქტები, ძლიერი ქიმიური კონსერვანტები, ემულგატორები, სუნამოები, პროცედურები აუცილებელი სტერილიზაციის გარეშე- სილამაზისთვის საჭირო ყველა ეს პროდუქტი თუ პროცედურა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის საშიშია და წარმოადგენს რეალურ საფრთხეს, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა.

image

დღევანდელ სტატიაში მინდა გამცნოდ ის ჩამონათვალი, თუ რომელ კოსმეტიკურ ნაწარმს რა ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


The Washington Post-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ 400-ზე მეტი სახეობის ტუჩსაცხის (პომადა) მწარმოებელი ფირმები შემადგენლობაში იყენებენ ტყვიას, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს როგორც ორგანიზმის ძირითად ფუნქციებზე, ასევე ადამიანის ყველა ორგანოზე. სხვა კვლევებმა აჩვენეს, რომ ტყვია მეტი შემცველობითაა საკვებ პროდუქტებში, ვიდრე ტუჩსაცხში, თუმცა ფაქტი ფაქტადვე რჩება, რომ ამ ლითონს შეუძლია ფატალური შედეგი გამოიწვიოს.


imageimage

ტუჩის უფერული საცხი ბრწყინვალების ეფექტით- ე.წ. "გლოსი" ან "ბლესკი" წარმოადგენს შუალედურ პროდუქტს გადამუშავების შემდეგ მიღებულს ნარჩენებისგან. ცხოვრების მანძილზე კი ქალები გაუცნობიერებლად მოიხმარენ ამ ნარჩენების 3 კილოგრამ მასას, რაც ადვილი მისახვედრია რომ მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ევროკავშირის დროს აიკრძალა ამ სახის ტუჩსაცხის წარმოება, რადგან იყო დიდი რისკი კიბოს განვითარების და ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ქალებს, რომელთაც ჰქონდათ ძუძუს კიბო, სისხლში ამ ნივთიერების ორჯერ მეტი რაოდენობა აღმოაჩნდათ.

imageimage





თრიმლავი აეროზოლი, კრემი, რომელიც იწვევს ავტომატურ რუჯს, იგივე "ავტოზაგარი", ყველაზე უსაფრთხო გზად მიაჩნიათ რუჯის მისაღებად, თუმცა მასში შემავალი ძირითადი ნივთიერება DHA აზიანებს კანის უჯრედებს და ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ამასთან ერთად, თუ ხელოვნური რუჯის მისაღები მასალა არის აეროზოლის სახით, გამოყენების დროს შესაძლოა შევისუნთქოთ, რაც ასევე დააზიანებს ჩვენს სასუნთ სისტემას.

imageimage





ფრჩხილის ლაქის ერთ-ერთი აქტიური, შემადგენელი ნივთიერება DBP პოტენციურად საშიში აღმოჩნდა, ამიტომ აიკრძალა მისი მოხმარება ფირმების მიერ. ეს ნივთიერება მეცნიერების მიერ გამოიყენებოდა მკვდარი ქსოვილების შესანარჩუნებლად, არამიზნობრივად მისმა გამოყენებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და კიბოს განვითარება. ექიმებს დღესაც სჯერათ, რომ შფოთვა ხშირ შემთხვევებში დაკავშირებულია ლაქის სისტემატიურ მოხმარებასთან, რომლის შემადგენლობაშიც ამ ნივთიერებას ისევ გამოიყენებენ.

imageimage






დაცვის ჯგუფის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მზისგან დამცავი კრემი, განსაკუთრებით ვიტამინი А-ს 40%-ით შემცველი, აზიანებს კანს, რაც გამოიწვევს კიბოს განვითარებას. რიგი ექსპერიმენტები ჩაატარეს თაგვებზე, თუმცა მათ კანს არ აქვს მიდრეკილება კიბოსკენ, რასაც ვერ ვიტყვით ადამიანებზე.

imageimage






გასული საუკუნის 60-ნი წლებიდან არსებობს დავა იმისა, რომ არსებული დეოდორანტები და აეროზოლები, რომლებიც შთანთქამენ ოფლის სუნსა და ხელს უშლიან მათ გამოყოფას, იწვევენ ძუძუს კიბოს, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია და არ დასტურდება. თუმცა ის კი ფაქტია, რომ მათში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ზრდიან სისხლში ესტროგენების დონეს, რაც გამოიწვევს მკერდის ქსოვილების ზრდას და თავის მხრივ განვითარდება კიბო.

imageimage





კვლევებმა 1980-ნი წლებიდან აჩვენეს, რომ თმის საღებავები, რომელთაც ქალები ხშირად მოიხმარენ, ხდება მიზეზი არაჰოჯკინის ლიმფომის. არაჰოჯკინის ლიმფომა- არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედები. ესენია სისხლის თეთრი რიგის უჯრედები - ლიმფოციტები. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები იქცევიან სიმსივნური უჯრედების მსგავსად, უკონტროლოდ მრავლდებიან, იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით.


მეორე კვლევებმა აჩვენეს, რომ სტილისტებში, რომლებიც ხუთ წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ საღებავთან, სამჯერ მეტი შემთხვევა იყო ძუძუს კიბოს განვითარებისა, ვიდრე ქალებში, რომელთაც არ აქვთ კონტაქტი თმის საღებავთან.

image


image




მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქიმიური პარფიუმერული ნაწარმი გადის ტესტირებას, მაინც არაა ცნობილი მათი გრძელვადიანი ეფექტი. ამიტომ განსაზღვრული კოსმეტიკური ფირმები ხშირად ხდებიან ანტირეკლამის ობიექტნი. ამ უკანასკნელ პერიოდში, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე ორიენტირებულმა ჟურნალმა Environmental Health Perspectives-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ცნობილი ფირმის phthalates-ს ნაწარმში დაწყებული ტუჩის საცხიდან, დამთავრებული ფრჩხილის ლაქით, შემავალი ნივთიერებები იწვევენ დიაბეტს.


image


P.S. გაგრძელებას აუცილებლად შემოგთავაზებთ, თუმცა შემდეგ ნაწილში პარფიუმერიის ნაცვლად შევეხები ბიუსტჰალტერს, მჭიდრო სამოსს და ბიჟუტერიას, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი სწორად, რათა არ წარმოადგინონ ჯანმრთელობისთვის საფრთხე. ისღა დამრჩენია დროებით დაგემშვიდობოთ და ყველას ჯანმრთელობა გისურვოდ.

6
4980
27-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
4980
  
2016, 17 თებერვალი, 14:35
ხოდა შენს თავს დააბრალე :D
2016, 17 თებერვალი, 14:33
გვიან ვიღვიძებ
2016, 17 თებერვალი, 14:31
აბა რაა :D შენ სანამ მოიფიქრებ რამეს, მე უკვე გაკეთებული მაქვს :P
2016, 17 თებერვალი, 12:35
ვინმეს რამეს დააცდის გაზიარებაში :D
2016, 17 თებერვალი, 11:24
ძალიან დიდი მადლობა.
2016, 17 თებერვალი, 10:27
ნადმვილად საიტერესო და საჭირო სტატიაა :) გავაზიარე
0 1 6