x
image
მოზამბიკელი
ქალებს რას გაუგებ ...
image


"ქალები რთული არსებები არიან", "ქალებს რას გაუგებ "...

მამაკაცების 90% ამ ფრაზების მომხმარებელია.

ვეთანხმები, რომ რთულები ვართ, მაგრამ ჩვენი გაგება არც ისე ძნელია, თუკი


მოინდომებენ.

ქალებსაც აქვთ საყვარელი ფრაზა: "ყველა კაცი ერთნაირია", რასაც ვერ დავეთანხმები,

ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთნაირი იყოს, რა აიტანდა ამდენ ერთნაირ "წუწუნა"

არსებას(წუწუნა მსუბუქი ნათქვამია).

ქალისგან განსხვავებით, კაცი უფრო მარტივი არსებაა, ყოველშემთხევაში ასე მგონია.

მთავარია მშიერი არ იყოს, ლამაზი ცოლი ჰყავდეს, სექსულურად იყოს

დაკმაყოფილებული და ჰქონდეს ლუდი, ზოგ შემთხვევაში მანქანაც პრიორიტეტულია.

(ეს შეფასება ჩემი მხრიდან ზედაპირული და სუბიექტურია).

დამტკიცებული არ არის, მაგრამ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები აფრთხობთ, ლამაზი და

სულელი მისაღებია. თანაც როგორ უყვართ ისინი, "ჩემო სულელო ბაჭია", "ჩემო ბოთე

გოგო". ნებისმიერ სისულელეზე ატირებული გოგო, ხომ ძალიან საყვარელია, "ჩასაყლაპი".

თუ კაცთან ისეთ საკითხებზე დაიწყებ საუბარს, რაც დაადასტურებს, რომ ინტელექტითა

ჭკუით მასზე მაღლა დგახარ, ის აუცილელად "შარშანდელი თოვლივით" გაქრება.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა, ჭკვიანი ქალები დარჩენილან გასათხოვრები...

ჩემი აზრით, პირველ რიგში ქალს ჭკუა ცხოვრებისეულად უნდა ჰქონდეს, ვინც ამის

ნაკლებობას განიცდის, ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტი მეუღლე და დედა.

ის ყოველთვის იმ ასაკში დარჩება, როცა პირველად მოეწონა ბიჭი.

ასეთ ქალებს გათხოვებაც მალე ბეზრდებათ და კაცებთან ურთიერთობაც.

როგორც კი ოჯახში წინაღობას წააწყდებიან, მაშინვე იწყებენ "კაკანს", საერთოდ რაში

მჭირდება ქმარიო.

ქმარი ყველას ჭირდება, ქალებს განსაკუთრებით (დღევანდელობოდან გამომდინარე

ამის დაკონკრეტება საჭიროდ ჩავთვალე :D).

ცოლად რომ გაყევი და ორი შვილი გააჩინე, მაშინ ხომ გჭირდებოდა ეგ "ოხერი" ქმარი?!

ან მანამდე უნდა დაფიქრდე, სანამ გათხოვდები, ან თუ გათხოვდი, შეიმშნოვე.

შეიძლება შემედავონ, ზოგი ქმარი ისეთია, ჯობია საერთოდ არ გყავდესო, მაგრამ

აქაც ჩვენი ასარჩევი არ არის, როგორს გავყვებით ცოლად.

ნათქვამია, "სანამ შეიყვარებ, მანამდე უნდა გაახილო თვალი, თორემ სიყვარული

ბრმაა"–ო. თუმცა თავიდან ყველა "მილინკია", მერე იწყებენ "გაჯეჯილებას".

ეს თემა ყოველთვის განიხილება, რა დრო და პერიოდიც არ უნდა იყოს.

ქალებს მეტი სალაპარაკო, რომ არ გვაქვს დავსხდებით და ხუთ წუთში დასალევ ყავას,

მთელი დღის მანძილზე ვსვავთ, მამაკაცებზე ჭორაობის არომატით.

ჭორაობა ქალების საყვარელ საქმიანობად ითვლება, მაგრამ არც კაცები ჩამოგვრჩებიან.

ერთად შეკრებილი ოთხი კაცი, უკვე ის საზოგადოებაა, სადაც აქტიურად განიხილება

ქალთა მრავალფეროვნება თითოეული მათგანის ცხორებაში.

ზოგადად ერთმანეთზე ლაპარაკი ორივე სქესს ძალიან უყვარს, ერთმანეთზე ჭორაობის

მეტი რა დაგვრჩენია :D

რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ქალებმა კაცები და პირიქით, ერთმანეთის გარეშე უბრალოდ

ვერ ვიარსებეთ, ესეც ხომ ფაქტია.

0
231
5-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0