საზოგადოება ნინო ქათამაძე "EURO-2012"-ზე იმღერებს 2012, 30 მაისი, 16:31 20 ივნისს ევროპის საფერბურთო ჩემპიონატის გახსნაზე, ხარკოვის მოედანზე მომღერალი ნინო ქათამაძე, ჯგუფ insight-თან ერთად იმღერებს.ამის შესახებ "ევრო-2012"-ის ფან-ზონის რეჟისორი ოლგა კატკოვა იტყობინება. ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი შემსრულებელი fatboy slim-ი, DJ-pitbull-ი, და ასევე სხვა პოპულარული DJ-ეები, არმინ ვან ბიურნი და ჯგუფ black eyed peas-ის წევრი taboo, "ბუმბოქსი", რუსული ჯგუფი "გალაკტიკა", მომღერლები ნატალია სამსონოვა, მანაშა, მაშა გოია. გავრცელებული ინფორმაციით.კიევში კონცერტს გამართავენ ჯგუფი Queen-ი და სერ ელტონ ჯონი, თუმცა ვარსკვლავებს საბოლოო თანხმობა არ განუცხადებიათ და არც კონცერტების ზუსტი თარიღებია ცნობილი. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, პოლონეთსა და კიევში გაიმართება, ტურნე 8 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება. 103 2-ს მოსწონს 1-ს არა
|