საზოგადოება რა ხდება,როცა გვძინავს? 2012, 30 აპრილი, 16:16 ![]() მამაკაცებს 70% სიხშირით სხვა მამაკაცები ესიზმრებათ, ქალებს კი თანაბრად მამაკაცებიც და ქალებიც ერთნაირად ესიზმრებათ. ჩვენ მხოლოდ ის სახეები გვესიზმრება, რომლებიც ცხოვრებაში ნანახი გვაქვს და არა აქვს მნიშვნელობა კარგად გვახსოვს ისინი თუ არა. პარასომნია ძილის დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევაა და ის ჩვენს უჩვეულო მოქმედებებს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადამიანს ნახევრად სძინავს. პარასომნიის დროს ადამიანმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს:ნახევრად მძინარემ ატაროს მანქანა, გასცეს ყალბი ჩვენებები, მოკლას ადამიანი, ძალა იხმაროს ბავშვზე, გააუპატიუროს. ადამიანების 12 % სიზმარს მხოლოდ შავ-თეთრად ხედავს.ეს მაჩვენებელი დარე უფრო მაღალი იყო მაგრამ ფერადი ტელევიზიის შემოსვლის შემდეგ თანდათან შემცირდა.ითვლება, რომ ადამიანები, რომლებიც სიზმრებს საერთოდ ვერ ხედავენ ფსიქიკური აშლილობა აქვთ.ძილის პოზამ შეიძლება ადამიანის ხასიათი განსაზღვროს. 50 იდან ერთი თინეიჯერი კიდევ იფსამს ხოლმე ლოგინში. 2624 5-ს მოსწონს
|