x
image
DONDANE
ნინო ქათამაძე "EURO-2012"-ზე იმღერებს

image20 ივნისს ევროპის საფერბურთო ჩემპიონატის გახსნაზე, ხარკოვის მოედანზე მომღერალი ნინო ქათამაძე, ჯგუფ insight-თან ერთად იმღერებს.ამის შესახებ "ევრო-2012"-ის ფან-ზონის რეჟისორი ოლგა კატკოვა იტყობინება.

ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანელი შემსრულებელი fatboy slim-ი, DJ-pitbull-ი, და ასევე სხვა პოპულარული DJ-ეები, არმინ ვან ბიურნი და ჯგუფ black eyed peas-ის წევრი taboo, "ბუმბოქსი", რუსული ჯგუფი "გალაკტიკა", მომღერლები ნატალია სამსონოვა, მანაშა, მაშა გოია.

გავრცელებული ინფორმაციით.კიევში კონცერტს გამართავენ ჯგუფი Queen-ი და სერ ელტონ ჯონი, თუმცა ვარსკვლავებს საბოლოო თანხმობა არ განუცხადებიათ და არც კონცერტების ზუსტი თარიღებია ცნობილი.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, პოლონეთსა და კიევში გაიმართება, ტურნე 8 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.


1
103
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:DONDANE
DONDANE
103
  
0 1 1