x
image
natia.a
"10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაყვე ცოლად "ქართველ ვაჟკაცს" - თამუნა მუსერიძე გოგოებს აფრთხილებს

imageჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთბის სპეციალისტი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ასახელებს მიზეზებს იმისა, რატომ არ უნდა გაჰყვეს ქალი ცოლად "ქართველ ვაჟკაცს":


„10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაყვე ცოლად მახინჯ, ბენძოყ "ქართველ ვაჟკაცს":

1. ძალიან დიდი შანსია, რომ ბავშვი მამას დაემსგავსოს და არა შენ.

2. ყოველთვის შეგშურდება იმ გოგოების, რომლებსაც ახალგაზრდა და სიმპათიური ქმრები ყავთ.

3. აქტიურად ვერ დადებ მის ფოტოს სოციალურ ქსელში, ვერ დააწერ გულებს და ვერ მოგვიყვები, თუ როგორ გიყვარს, ვერც (დუბაიში, გოაზე, ეგვიპტეში და ა.შ.) "პლავკებში" გადაღებულ სურათებს გამოაჭენებ. გაგიტყდება.

4. ყოველთვის გეცოდინება, რომ ერთადერთი არ ხარ, როგორც შენ დახამდი, ანალოგიურად არიან სხვებიც. შენს "დათუნიას" კიდევ გონია, რომ აი ჯაან საყუარელია და ამიტომ ესევიან გოგოები. შესაბამისად "ნაშები" ყოველთვის ეყოლება.

5. სულ ფორმაში უნდა იყო. სულ სულ სუულ. 2 კილოს მომატება ტრაგედია იქნება, და ჯანსაღი კონკურენცია მუდმივად დაგანევროზებს.

6. რომც არ გინდოდეს, მოგიწევს ცხვირის, ტუჩის, მკერდის, თვალის, შუბლის, ყვრიმალების და ა.შ. გაკეთება. ასეთ კაცებს, როგორც წესი "ბარბიაბრაზნი" გოგოები მოწონთ.

7. რა თქმა უნდა სიმპატიური ბიჭები მოგეწონება და თუ ზედმეტად შენძრეული ხარ, საყვარელს გაიჩენ, თუ არადა ქმართან სექსის დროს თვალებს დახუჭავ და მას წარმოიდგენ.

8. გიყიდიან დიიიდ ჯიპს, მაგრამ შეგიზღუდავენ თავისუფლებას.

9. დაივიწყე სიმპატიური მეგობარი ბიჭები. სულ, რომ ბავშვობის "ძმაკაცი" იყოს, შენი ქმარი მაინც იეჭვინებს.

10. და ბოლოს ... ქმარი მაშინ მოვა სახლში, როცა მას მოუნდება, მაშინ წავა, როდესაც მას მოუნდება. გააკეთებ იმას, რაც მას ენდომება და მუდმივად იცხოვრებ მის შიშით, რომ სიმწრით მოპოვებული საზოგადოებრივი სტატუსი, შენზე 10-15 წლით პატარა, შენძრეულმა ნაშამ, თვალსა და ხელს შუა არ აგცინცლოს“.


image

7
1563
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1563
  
2016, 14 მარტი, 14:37
კიდევ კარგი აქედან არცერთი თვისება რომ არ მაქვს
2016, 12 თებერვალი, 13:10
ფულზე რომ არ უნდა გათხოვდე მაგაში ვეთანხმები...:)
2016, 12 თებერვალი, 10:29
ჰმ, დამაინტრიგებელი ფოტოა
2016, 12 თებერვალი, 10:29
+++
2016, 11 თებერვალი, 16:49
ეს რჩევები საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბა თუ ? :D
2016, 11 თებერვალი, 14:52
არჩევა რომ იცოდეს ამდენჯერ ხო არ გათხოვდებოდა:)))
2016, 11 თებერვალი, 14:33
ფსიქიატრიული გამოკვლევა არ აწყენდა, ან სულაც შესაძლოა სწორად ვერ არჩევს სათავისოდ მამაკაცებს :)))))
0 1 7