x
image
მანჩო 777
ხუთი დაუჯერებელი ისტორია ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი ხელით გაიკეთეს ოპერაცია
აპენდიქსის ამოჭრა, ხელის ამპუტაცია, საკეისრო კვეთა- თურმე ეს ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა საკუთარი ხელით გაიკეთო, როცა სხვა გამოსავალი არა გაქვს და ეს სიცოცხლოს გადარჩენის ერთადერთი გზაა.

მაშ ასე, დღევანდელი პოსტი ეძღვნება იმ მამაც და გასაოცარ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი ხელით გაიკეთეს ოპერაცია.


image



ევან ონილ კეინი (1921 წელი)



image

ამ პენსილვანიელ ექიმს, ისევე როგორც თითქმის ყველა ქირურგს, უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა კლავდა გაეგო, თუ როგორ გრძნობდნენ თავს პაციენტები ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის დროს, ამასთანავე ევანს სურვილი ჰქონდა შეემოწმებინა, თუ რამდენად ეფექტური იყო ახლადგამოგონებული გამაუტკივარებელი საშუალება ნოვოკაინი, რომელმაც მანამდე საკმაოდ გავრცელებული ნარკოტიკი - კოკაინი შეცვალა, ამიტომ მან გადაწყვიტა საკუთარი ხელით გაეკეთებინა აპენდიციტის ოპერაცია.

ახალგაზრდა ასისტენტებით და სარკეეებით გარშემორტყმულმა 60 წლის ქირურგმა შესანიშნავად ჩაატარა აპენდოქტომია, აჩვენა რა მსოფლიოს არამარტო თავისი ცოდნა და გამოცდილება, არამედ უდიდესი ვაჟკაცობა და სიმამაცე, ამასთან დაამტკიცა ლოკალური ანესთეზიის აბსოლუტური უსაფრხოება (იმ დროს ზოგადი ნარკოზი ძალიან ბევრ გართულებებს იწვევდა, ამიტომ მას იშვიათად იყენებდნენ).

სხვათა შორის, ეს არ იყო ევან კეინის მიერ საკუთარ თავზე ჩატარებული ერთადერთი ოპერაცია, მანამდე 1919 წელს მან თვითონვე მოახდინა დაინფიცირებული ხელის თითის ამპუტაცია, ხოლო აპენდიციტის ოპერაციიდან 10 წლის შემდეგ (უკვე 70 წლის ასაკში) ასევე საკუთარი ხელით გაიკეთა მუცლის თიაქრის ოპერაცია.



ლეონიდ როგოზინი (1961 წელი)


image

სურათზე აღბეჭდილი ადამიანი, რომელიც საგულდაგულოდ იქექება ღია მუცლის ღრუში, რუსი ქირურგი ლეონიდ როგოზინია. მან საკუთარი თავი ამ ოპერაციით სიკვდილს გამოგლიჯა, ამასთან მოვლენები ვითარდებოდა არა პოლიკლინიკის სტერილურ საოპერაციოში, არამედ ანტარქტიდის ცივ და გაყინულ, ოპერაციისათვის სავსებით შეუფერებელ პირობებში, სადაც როგოზინი ექიმის რანგში გაჰყვა საბჭოთა ანტარქტიდულ ექსპედიციას.

ანტარქტიდაში გატარებული პირველივე ზამთრის დროს როგოზინმა საკუთარ თავს შეამჩნია ყველა დამახასიათებელი ნიშანი მწვავე აპენდიქსისა. სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გზა რჩებოდა-სასწრაფო ოპერაცია. ახალგაზრდა ქირურგმა დამხმარე ასისტენტებად მეტეოროლოგი და ინჟინერ - მექანიკოსი მოიხმო და აუხსნა, თუ რა უნდა გაეკეთებენინათ მათ და რა ინსტრუმენტები მიეწოდებინათ მისთვის ოპერაციის დროს. ხელთათმანების გარეშე, შიშველი ხელებით, დროდადრო შეავლებდა რა მზერას თავის გაფითრებულ ასისტენტებს, როგოზინმა შესანიშნავად ჩაატარა ოპერაცია, რომელიც ერთი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ამ შემთხვევამ მას სიცოცხლე და მსოფლიო აღიარება მოუტანა.


ინეს რამირეს პერესი (2000 წელი)


image
სამედიცინო განათლების, სტერილური გარემოს, ქირურგიული ინსტრუმენტების და გაუტკივარების საშუალებების არქონას სულაც არ შეუშლია ხელი 40 წლის მექსიკელი ქალის ინეს რამირეს პერესისათვის საკუთარი ხელით გაეკეთებინა მსოფლიოში ერთადერთი საკუთარი ხელით წარმატებულად ჩატარებული საკეისრო კვეთა.

მას ამ პროცედურისათვის მხოლოდ ორიოდე ჭიქა ალკოჰოლი და 15-სანტიმეტრიანი სამზარეულოს დანა დასჭირდა (ამ ორიდან რომელი უფრო საჭიროა მსგავსი ოპერაციის დროს-ძნელი სათქმელია).

მსგავს სარისკო საქციელზე ინესს უბიძგა იმან, რომ ერთადერთი ბებიაქალი მისი სოფლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდა, ხოლო ერთადერთი დამხმარე, რომელიც ქალს წინა 8 მშობიარობაზე დაეხმარა-საკუთარი ქმარი სანადიროდ იყო წასული და დღის ბოლომდე არ დაბრუნდებოდა. ტკივილისაგან გათანგული ქალი მიხვდა, რომ ბავშვს ბუნებრივად ვერ გააჩენდა, ამიტომ მან აიღო სამზარეულოს დანა, გაიჭრა მუცელი 17 სანტიმეტრზე, ამოიყვანა იქედან ცოცხალი ბავშვი, გადაუჭრა მას ჭიპლარი და გვერდით დაიწვინა, ამის შემდეგ კი გრძნობა დაკარგა. როცა ინესი გონს მოვიდა, მან უფროსი ვაჟი, რომელიც მხოლოდ 10 წლის იყო, დახმარების სათხოვნელად გაგზავნა. სენიორა რამირესი სტაციონარში გადაიყვანეს, საიდანაც 9 დღის შემდეგ აბსოლუტურად ჯანმრთელი გამოწერეს ასევე ჯანსაღ ახალშობილთან ერთად.


არონ ლი ლარსტონი (2003 წელი)


image

ეს ისტორია 27 წლის ლარსტონს მაშინ შეემთხვა, როცა იუტას მთებში მარტოდმარტო დახეტიალობდა. ერთ-ერთ კლდეზე ცოცვის დროს არონს მარჯვენა ხელი კლდის ნაპრალში გაეჭედა. მთების ტყვეობაში მომწყვდეულმა არონმა 5 დღე და 7 საათი გაატარა და როცა დახმარების ყველანაირი იმედი გადაეწურა, მიხვდა, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა ხელის მოჭრა იყო. ერთადერთი იარაღი, რითაც მას ეს უნდა გაეკეთებინა, ბლაგვი დანა იყო. შემზარავი წარმოსადგენია, როგორ მოახერხა ამ არასტერილური იარაღით და მარცხენა ხელით მამაცმა ყმაწვილმა ხელის მოკვეთა, მაგრამ სიცოცხლის წყურვილი რას არ შეაძლიბენებს ადამიანს.

დაძლია რა ტრავმული შოკი და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ძალაგამოცლილმა და შიმშილისა და წყურვილისაგან გაწამებულმა არონმა, რომელმაც ამ ხუთ დღეში 18 კილოგრამით დაიკლო წონაში, კიდევ ექვსი საათი იფორთხა ცხელ უდაბნოში და მხოლოდ საღამო ხანს წაწყდნენ მას ჰოლანდიელი ტურისტები, რომლებმაც დახმარება აღმოუჩინეს გატანჯულ ბიჭს.

2004 წელს არონ ლარსტონმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "127 საათი უროსა და ბორკილების ქვეშ". ამ წიგნის მიხედვით 2010 წელს გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "127 საათი'', სადაც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს. ფილმმა მის შემქმნელებს 60 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა.


ტომას პატრიკ კორბეტი (ბოსტონ კორბეტი) - (1858 წელი)


image

ტომას კორბეტი, რომელიც ისტორიაში ცნობილია, როგორც აბრაამ ლინკოლნის მკვლელის მკვლელი- საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა ისტორიაში. ბავშვობაში ტომასის ოჯახი ქალაქ ტროიში ცხოვრობდა, შემდეგ კი ბოსტონში გადასახლდნენ, სადაც ბიჭუნა მონათლეს - ის მიეკუთვნებიდა ეპისკოპალურ მეთოდიკურ ეკლესიას. სწორედ იმ ქალაქის პატივსაცემად, სადაც მოინათლა, დაირქვა კორბეტმა სახელად ბოსტონი. ბოსტონი ძალზედ რელიგიური ადამიანი გახლდათ, მისი ეს თვისება ხშირად ფანატიზმში გადადიოდა: მან მოიზარდა თმები, რათა იესო ქრისტეს დამსგავსებოდა, დადიოდა ქუჩებში და გამვლელებს ლოცვებს უკითხავდა. 1858 წლის 11 ივლისს, როცა ბოსტონი ქუჩაში მოძღვრავდა ხალხს, მას მეძავი ქალების გუნდი შემოხვდა; იმისათვის, რომ მათი ცდუნებისათვის გაეძლო, ბოსტონმა პირდაპირ შუა ქუჩაში გაიკეთა კასტრირება მაკრატლით. მოგვიანებით ბოსტონმა თავის საქციელი იმით ახსნა, რომ ბიბლია ამას ასწავლიდა. მოიშორა რა თავიდან თავისი "ცოდვილი საწყისი", ბოსტონი მშვიდად გაეშურა სასადილოდ, შემდეგ კი ეკლესიაში ლოცვაზე. მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ, როცა სისხლდენა ვერ შეაჩერა, ის იძულებული გახდა ჰოსპიტალში წასულიყო, საიდანაც რამოდენიმე დღეში გამოწერეს კიდეც.



p.s. ამ უცნაური ადამიანების ისტორიების წაკითხვის დროს ალბათ ბევრ თქვენგანს ამოუტივტივდა გონებაში ქართული ფილმი "უძინართა მზე'', რომელშიც მთავარი გმირი გელა ბენდელიანი - ბუნებით მაძიებელი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული ექიმი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ექსპერიმენტებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მართალია, ერთი საბედისწერო შეცდომა საკუთარ თავზე ჩატარებული ოპერაციისას მას სიცოცლხის ფასად დაუჯდება, მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია ისაა, რომ მართლაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მეცნიერეული ინტერესებისათვის უზარმაზარ რისკზე მიდიან და საკუთარ სიცოცხლეს ხიფათში აგდებენ.


5
1142
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1142
  
2016, 11 თებერვალი, 23:32
:)გაიხარე შენ ასეთი ინფორმაციისთვის
2016, 11 თებერვალი, 23:29
გაიხარე :)
2016, 11 თებერვალი, 23:29
მადლობა, გენაცვალე :)
2016, 11 თებერვალი, 19:02
ვაუ რა მაგარი იყო
2016, 11 თებერვალი, 17:25
როგორც ყოველთვის დღესაც გამოირჩევა დღესაც შენი სტატია მომეწონა
0 1 5