შოუბიზნესი ნინო ლაბარტყავა მაია დარსმელიძეს ეხმიანება-"ამ როკერშას ნათქვამის პათოსში ნაწილობრივ მეც ვიგულისხმები..." 2016, 9 თებერვალი, 22:28 ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ინტერნეტსივრცის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა მას შემდეგ, რაც "რედისონის" მე-15 სართულზე დანახული წყვილის "ქუნქურით" აღშფოთებულმა სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელში. ერთი უბრალო ჟურნალისტი უცებ ძალიან პოპულარული გახდა. მას მერე კიდევ ბევრჯერ მიიქცია ყურადღება. ლგბტ-ეებზე დაწერილი სტატუსით კვლავ გაეხვა სკანდალში. ერთი სიტყვით, მას ყველა ლანძღავს ვისაც არ ეზარება. ახლაც, იგი მომღერალ მაია დარსმელიძის სტატუს ეხმიანება, რომელიც წერდა: " ჰომოფობებო, მეზიზღებით. თქვენ აქეზებთ თქვენნაირებს, რომლებიც კლავენ და მერე უბედურ შემთხვევად ასაღებენ. ჩემთვისაც შეიძლება ვინმე ვულგარული ან გამაღიზიანებელი იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენნაირი მშიშარა არსებებია... ნუ გეშინიათ, რაც გიწერიათ - არ აგცდებათ. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან. ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში შესაძლოა ეს თქვენი შვილიც იყოს, რომელიც უბრალოდ ხვდება რომ ხე ყავს მშობელი და სწორედ ამიტომ არ იცით რა დაბადეთ. ხედავთ როგორი ჯაჭვია? მხოლოდ მაშინ გაერკვევით ვინ არის თქვენი შვილი, მეზობელი, ნათესავი, თანამშრომელი და გაქვთ თუ არა "ნერვიულობის" საფუძველი, როდესაც შეწყდება ეს ჰომოფობიური აგრესია." ნინო ლაბარტყავამ ეს სტატუსი თავის მისამართით მიიღო და სოციალურ ქსელზე წრს: "არ ვიცი, ვითვლები თუ არა ჰომოფობად (ამ და ასეთნაირი "საოცრებების" გაგებით), მარა ამ როკერშას ნათქვამის პათოსში, რომ ნაწილობრივ მეც ვიგულისხმები, მივხვდი ჰომოფობებს ეს და მისნაირები იმას უწუნებენ, რატომ გეზიზღებათ ლგბტ–ებიო... და ამას ვაბშე ყველა ჰომოფობი "ნაზიზღება", ბიჯო... ანუ ლგბტ–ები არ უნდა გეზიზღებოდეთო და რახან გეზიზღებათ, ამიტომ მეზიზღებითო... სასწაული ლოღიკა აქვთ, გაოცდები პირდაპირ... პ.ს. – ტავტოლიგიამ დამირეკა – ჩემი დედაც მ@@ნო..." 117 3-ს მოსწონს
|