x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138421
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
პორტრეტებიდან ცნობილი ქალები, რომელთა ბედის შესახებ აქამდე არ იცოდით
ჩვენი კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის ასევე ინახავს გენიალურ მხატვრებსა და მათ ნაშრომებს, რომელთაც დღეს დიდი ღირებულებები გააჩნიათ, თუმცა ბევრი ჩვენგანისთვის ცნობილი მხოლოდ ამ ნაშრომთა მხატვრები და ტილოზე გამოსახული ქალების მცირედი ისტორიაა, რა ბედი ეწიათ მათ სინამდვილეში- ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის და სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროდ.

image

აი ისინიც:


1. Cecilia Gallerani. ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტი "ქალი ხელში სინდიოფალათი" 1489-1490წლები. პორტრეტზე გამოსახულია Cecilia Gallerani, გოგონა, რომელიც იყო წარჩინებული იტალიური ოჯახიდან და 10 წლის ასაკში დაინიშნა. თუმცა, როდესაც იგი 14 წლის იყო, გაურკვეველი მიზეზების გამო, ნიშნობა გაუქმდა და სესილია გაიგზავნა მონასტერში, სადაც ის შეხვდა ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ჰერცოგმა სასახლეში გადაიყვანა სესილია საცხოვრებლად, რომელიც მალევე დაორსულდა მისგან. თუმცა ლუდოვიკს მოუხდა დინასტიური ქორწინების მონაწილე გამხდარიყო და სხვა ქალი შეირთო ცოლად, რომელიც სასახლეში მეუღლის საყვარლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომ სესილიამ გააჩინა რა ვაჟი ლუდოვიკოსგან, მამამ შვილი დაიტოვა, სესილია კი გაკოტრებულ გრაფზე გაათხოვა.



სესილიას ქორწინებიდან ოთხი შვილი შეეძინა, ევროპის პირველი ლიტერატურის სალონის მფლობელი გახდა და ჰერცოგთანაც ხშირად მიდიოდა სტუმრად სასახლეში. გარკვეული დროის შემდეგ მას მეუღლე გარდაეცვალა, მალევე ომი დაიწყო და სესილიას მოუხდა ქონების მიტოვება, თავშესაფარი კი სწორედ, რომ ჰერცოგი ლუდოვიკო სფორას ცოლის დასთან ჰპოვა. ომის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა სახლსა და ქონებას, სადაც გარდაცვალებამდე, 63 წლამდე იცხოვრა.

image



2. Зинаида Юсупова. В.А. Серов-ის ცნობილი პორტრეტი "კნეინა ზინაიდა" 1902 წელი. რუსეთის ყველაზე მდიდარი მემკვიდრე ზინაიდა, იყო საოცრად ლამაზი, ჭკვიანი, კეთილი და ყავდა უამრავი მთხოვნელი, თუმცა მან საკუთარი ოცნება განახორციელა და მხოლოდ სიყვარულით გათხოვდა, ქორწინებამ კი ორი ვაჟი მოუტანა. ზინაიდა ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას ახარჯებდა საქველმოქმედო საქმიანობას, რომელსაც რევოლუციის შემდეგ დევნილობაშიც კი განაგრძობდა. როდესაც კნეინა 47 წლის იყო, დუელში მოკლეს მისი უფროსი ვაჟი, რაც დედამ ძალიან ძნელად გადაიტანა. მორიგი არეულობის გამო პეტერბურგიდან რომში გადასახლდნენ, სადაც დროის შემდეგ მისი მეუღლე დაიღუპა, ხოლო მეუღლის სიკვდილის შემდეგ კი ის პარიზში, უმცროს ვაჟთან გადასახლდა და სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მასთან ცხოვრობდა.

image



3. Мария Лопухина. В.Л. Боровиковский-ს ცნოიბლი პორტრეტი "მ.ი. პოლუხინას პორტრეტი" 1797 წელი. ბოროვიკოვსკი ცნობილია როგორც უამრავი, რუსეთის დიდებულების პორტრეტების შემქმნელი, თუმცა მარიას პორტრეტი ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელია. თვითონ მარია ტოლსტოის დიდგვაროვანთა წარმომადგენელი იყო, პორტრეტზე კი 18 წლის ასაკშია, რომელიც მისმა საქმრომ-Степан Авраамович Лопухин-მა შეუკვეთა მხატვარს ქორწილის შემდეგ. ერთი შეხედვით ამპარტავანი, სენტიმენტალიზმის ეპოქის პორტრეტისთვის არა დამახასიათებელი პოზა, მელანქოლიური, ბუნებრივი და იდუმალი გოგონას ბედი ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ის ამ პორტრეტის დახატვიდან 6 წელში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

image



4. Dzhovaniny და Amatsiliya Pacini. კარლ ბრულოვის პორტრეტი "მხედარი ქალი" 1832 წელი. "მხედარი ქალი" ბრულოვის ბრწყინვალე ფორმალური პორტრეტია, სადაც შესანიშნავად ჩანს ყველაფერი: ფერები, მოდელები, ფარდები და ბრწინვალება... ის პორტრეტზე გვინმარტავს პაჩინის გვარის მატარებელ ორ დას, რომელთაგან უფროსი ამხედრებულია ცხენზე, უმცროსი კი უყურებს მას ვერანდიდან. ტილო მხატვარს შეუკვეთა გოგონების დედინაცვალმა გრაფინია Юлия Павловна Самойлова-მ, რომელიც ასევე კოლოსალური თანხების მემკვიდრე გახდა. დედინაცვალი გოგონებს უზრუნველყოფას პირდებოდა, თუმცა ასაკში მან გაკოტრება იწყო, დებმა პაჩინებმა კი სასამართლოს მეშვეობით გამოსძალეს მას თავიანთი კუთვნილი ქონება.

image



5. Simonetta Vespucci. Sandro Botticelli-ს ცნობილი პორტრეტი "ვენერას დაბადება" 1482-1486 წლები. ბოტიჩელის ცნობილი ფერწერული ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია Simonetta Vespucci, ასახავს ფლორენციული რენესანსის პირველ სილამაზეს. სიმონეტტა დაიბადა შეძლებულ ოჯახში, 16 წლის ასაკში კი ცოლად გაყვა Marco Vespucci-ს, რომელიც იყო Amerigo Vespucci-ს ნათესავი. (Amerigo Vespucci-მ აღმოაჩინა ამერიკა და კონტინენტს სწორედ მისი სახელი დაარქვეს) ქორწინების შემდეგ წყვილი დასახლდა ფლორენციაში. არაჩვეულებრივმა სიმონეტტამ მალევე შეიყვარა მეუღლე და ზრუნავდა მასზე. მისი შეუდარებელი სილამაზე, მრავალი მხატვრის მუზას წარმოადგენდა. საუბედუროდ, 23 წლის ასაკში, მიუხედავად საუკეთესო ექიმების მკურნალობისა, სიმონეტტა ტუბერკულოზით გარდაიცვალა.


(მხატვარმა კი ანდერძად დაიტოვა მის გვერდით დაეკრძალათ, იმდენად ცუდათ იმოქმედა მასზე სიმონეტტას სიკვდილმა. ბოტიჩელი სიბერეში გარდაიცვალა, თხოვნა კი რაღა თქმა უნდა შეუსრულეს)

image



6. Lisa del Gioconda. Leonardo da Vinci's ცნობილი ტილო "მონა ლიზა" 1503-1519 წლები. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იდუმალი პორტრეტია ყველა დროის პორტრეტებს შორის. უამრავი ვერსიების შემდეგ, თუ ვის ეკუთვნის სინამდვილეში იდუმალი ღიმლი, ოფიციალურად 2005 წელს დადასტურდა, რომ ტილოზე გამოსახულია Lisa del Giocondo, რომელიც იყო ფლორენციელი, აბრეშუმებით მოვაჭრე Francesco del Giocondo-ს მეუღლე. ეს პორტრეტიც სწორედ რომ ფრანცესკომ შეუკვეთა მხატვარს ვაჟის დაბადებისა და ბინის ყიდვის აღსანიშნავად.


ქორწინებაში მათ ხუთი შვილი დიდი სიყვარულით აღზარდეს. სამწუახროდ შავი ჭირით ლიზას გარდაეცვალა მეუღლე და თვითონაც დასნეულდა, თუმცა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უშიშრად მოკიდა ავადმყოფ დედას ხელი, თავისთან წაიყვანა და უმკურნალა, რითაც ის გამოჯანმრთელდა და 63 წლის ასაკამდე იცხოვრა თავის გოგონებთან ერთად.

image



7. Александра Петровна Струйская. Ф.С. Рокотов-ის ცნობილი ტილო "სტრუისკაიას პორტრეტი" 1772 წელი. ტილოზე გამოსახულია ალექსანდრა, რომელიც 18 წლის ასაკში მიათხოვეს ქვრივ კაცს. ერთი ლეგენდის თანახმად ქორწინებიდან ძალიან მალე მეუღლემ ის ეკლესიაში გაუშვა და მათი ურთიერთობა მხოლოდ წერილებით შემოიფარგლებოდა, თუმცა სხვა ფაქტებზე დაყრდნობით კი ალექსანდრამ მეუღლეს ქორწინებიდან 24 წლის მანძილზე გაუჩინა 18 შვილი, რომელთაგან 10 ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ვინც კი შესწრებულა მათ ურთიერთობას, ყველა აღნიშნავდა, რომ რადიკალურად განსხვავებული ორი ადამიანი იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 40 წელი კიდევ იცოცხლა ალექსანდრამ, ამ ხნის მანძილზე მტკიცედ უძღვებოდა ქონების საქმეებს და შვილებსაც დიდძალი დანაზოგი დაუტოვა.

image



8. Вера Мамонтова. В.А. Серов-ის ცნობილი პორტრეტი "გოგონა ატმებით" 1887 წელი. პორტრეტი შესრულდა მდიდარი მრეწველთა მეცენატ Саввы Ивановича Мамонтова-ს ოჯახში. 2 თვის განმავლობაში მშობლები მხატვარს უპოზირებდნენ თავიანთ 12 წლის ქალიშვილ ვერას. გოგონა გაიზარდა და დაგდა ულამაზესი, ბედმაც არ დააყოვნა და ორმხრივი სიყვარულით გათხოვდა Александра Самарина-ზე. თაფლობის თვის იტალიაში გატარების შემდეგ წყვილი დასახლდა ქალაქ Богородск-ში, სადაც შემდეგ სამი შვილი შეეძინათ. მოულოდნელად, ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში ვერა დაავადდა და 32 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიით. მისი ქმარი კი აღარ დაქორწინებულა.

image



9. Jeanne samari. ოგიუსტ რენუარის ცნობილი პორტრეტი "მსახიობი ჯინ სამარი" 1877 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯინი ვერ გახდა აღიარებული მსახიობი და მხოლოდ მოახლეებისთვის თამაშობდა ვარსკვლავის როლს, ცხოვრობდა რენუარის სახელოსნოსთან ახლოს და 1877-1878 წლებში მან დაწერა ჯინის ოთხი პორტრეტი- ბევრად დიდებული რაღაც ერგო ჯინს, ვიდრე უბრალოდ მსახიობობაა. სპექტაკლებში 18 წლიდან თამაშობდა, 25 წლის ასაკში კი გათხოვდა და გააჩინა სამი შვილი, მოგვიანებით კი საბავშვო წიგნიც დაწერა. სამწუხაროდ, არც ჯინი აღმოჩნდა დღეგრძელი, 33 წლის ასაკში ის ტიფით გარდაიცვალა.

image



10. Галина Владимировна Адеркас. Б.М. Кустодиев-ის ცნობილი ტილო "ვაჭრის ცოლი ჩაის მიირთმევს" 1918 წელი. უძრავი და ნათელი ილუსტრაციაა ეს ტილო მაშინდელი მშიერი რუსეთისთვის, სადაც ნათლად ჩანს ფრანგული პური და სხვა ტკბილეული, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეეძლოთ პოსტრევოლუციური პერიოდის გამო. ასტრახანში გალინა ცხოვრობდა მხატვრის კორპუსში, მე-6 სართულზე, მხატვარს კი იგი ცოლმა მიუყვანა დასახატად- როგორც კოლორიტული მოდელი. იმ დროს გალინა იყო სამედიცნო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი ცოტახანს მუშაობდა ქირურგად. საბჭოთა პერიოდში მიატოვა პროფესია და დაიწყო სიმღერა რუსულ გუნდებში, პარალელურად ახმოვანებდა ფილმებს, შემდეგ გათხოვდა და ცირკშიც მუშაობდა. პორტრეტში კი იმაზე გამხდრად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში იყო, პორტრეტის სათაური კი რა შუაშია თემასთან, ვერ გამიგია.

image

9
1210
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1210
  
2016, 10 თებერვალი, 17:11
ჰოოო ეგ არც მე :))))))))))
2016, 10 თებერვალი, 17:03
ხოო ინ, მეც რუსულის სკოლის სახელმძღვანელოდან მახსოვდა, თუმცა რაც ვისწავლეთ ეგ აღარ მახსოვს :))
2016, 10 თებერვალი, 16:44
არაჩვეულებრივი სტატიაა მაკუშ,,ვისიამოვნე,აი ის ფოტო გოგონა ატმებით,სკოლის რუსულის წიგნიდან მახსოვს :)
2016, 9 თებერვალი, 18:27
ლეელ, საყვარელო
2016, 9 თებერვალი, 18:15
საოცრად კარგი სტატიაა !!!
2016, 9 თებერვალი, 11:31
დიდი მადლობა ლალი
2016, 9 თებერვალი, 11:30
ძალიან საინტერესო და კარგი სტატიაა, გაზიარება მინდოდა, მაგრამ უკვე გაზიარებული იყო.
2016, 9 თებერვალი, 10:47
მადლობა ალექს.
2016, 9 თებერვალი, 10:44
G.g
0 1 9