სხვა მომაკვდავი ადამიანების უკანასკნელი სურვილები 2016, 8 თებერვალი, 17:20 ჰოლანდიური საქველმოქმედო ორგანიზაცია «Stichting Ambulance Wens Nederland» მომაკვდავი ადამიანების უკანასკნელ სურვილებს ასრულებენ.
პროფესიით მძღოლს კის ვალდბოერს და მის მეუღლეს, მედდა ინკეს ეს იდეა 8 წლის წინ სრულიად შემთხვევით დაებადათ. ამჟამად მათ რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა ემსახურებათ, გააჩნიათ საკუთარი პანსიონი და 230 მოხალისე, რომლებიც მზად არიან 7 ათაზე მეტ მომაკვდავ ადამიანს უკანასკნელი სურვილი შეუსრულონ. კისის განცხადებით, უმეტესობის უკანასკნელი სურვილი საკმაოდ მარტივია, ამიტომ დღეში 3-4 სურვილის შესრულებას ასწრებენ. 77 წლის მოხუცი ქალბატონის უკანასკნელი სურვილი:ენახა რემბრანტის გამოფენა ამსტერდამში. 54 წლის მარიოს უკანასკნელი სურვილი იყო გამომშვიდობებოდა ჟირაფებს.იგი მთელი ცხოვრება ზოოპარკში მუშაობდა და ჟირაფებს უვლიდა. ქალბატონის უკანასკნელი სურვილი იყო, პირადად გაეცნო თავის კუმირი, ლაიონელ რიჩი.იგი იმ დროს ზუსტად ჰოლანდიაში იყო ჩასული საგასტროლოდ. ამ მამაკაცის უკანასკნელი სურვილი იყო დამტკბარიყო როტერდამის ხედებით "Euromast"-ია ანძიდან. მამაკაცის უკანასკნელი ნატვრა იყო ესადილა შევენინგენის თევზის რესტორანში. შემდეგი უკანასკნელი ნატვრა:დამჯდარიყო ყვითელი "ლამბორჯინი დიაბლოს" საჭესთან. მოენახულებინა დისნეილენდი. ამ ქალბატონის ოცნება იყო დაბრუნებულიყო მშობლიურ პოლონეთში და თავის უკანასკნელი დღეები ქმარ-შვილთან გაეტარებინა. ამ ახალგაზრდა ქალის ოცნება იყო უკანასკნელად დაქალებთან ერთად კინოთეატრში წასულიყო. 611 11-ს მოსწონს 1-ს არა
|