ვარსკვლავები კანის ფესტივალის "ფეშენ - დღიური" ანუ ვის რა, რატომ და როგორ ეცვა 2012, 30 მაისი, 8:11 კანის საფესტივალო დღეები, ისევე როგორც ცნობილი "ოსკარის" ნომინაციის მინიჭების ცერემონიალი, როგორც წესი ჟურნალისტების გაცხოველებული ინტერესის ობიექტივშია მოქცეული ყოველთვის, არა მარტო პროფესიული კუთხით, არამედ ჩაცმა-დახურვის საკითხების გამოც. მოკლედ კანში ჩასული სელებრითები, მხოლოდ პროფესიული მიღწევებით როდი იწონებენ თავს, მათთვის მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოება საკუთარი ორიგინალური და გლამურული გარდერობითაც გააკვირვონ. წლევანდელი წლის კანი კი ამ მხრივ საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა მე თუ მკითხავთ, ზოგიერთ მსახიობს რა, რატომ ეცვა თავად არ იყო ამ საკითხზე ნორმალურად ინფორმირებული. უფრო მეტსაც გეტყვით, კულუარული ინფორმაციით, თურმე ბევრი დამწყები ან ნაკლებად პოპულარუი დიზაინერი იქეთ უხდის ხოლმე ფულს ამა თუ იმ ცნობილ მსახიობს, რათა ამ უკანაკსნელმა მისი "ქმნილება" საფესტივალო დღეებზე ატაროს და ასე ვთქვათ "გააპოაროს". კირსტენ დანსტს აშკარად ახალი დაქალი გაუჩენია სამაგირეოდ, ნიკოლ კიდმანს ასაკი არ ეტყობა აი კაილი მინოუგი კი ცოტა მოსუქებულა, მაგრამ უხდება კარდაშიანი როგორც წესი "ფორმაშია" 1970 5-ს მოსწონს
|