შოუბიზნესი თავისუფლება ჯიქური : "გეი ვარ და სიყვარულზე ვსაუბრობ"... კიდევ ერთი პროვაკაცია "სხვა რაკურსში!" 2016, 5 თებერვალი, 15:18 კიდევ ერთი პროვოკაცია, ამჯერად ქართველი მამაკაცებისთვის პროსტიტუცია საქართველოში, ნახეთ და მოისმინეთ როგორ მდგომარეობაში არიან ქართველი სექს მუშაკები, მოისმინეთ ისტორიები, რომლებიც აქამდე არ მოგისმენიათ... სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თავისუფლება ჯიქური გეი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას ითხოვს. მან „ტელეიმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსში“ განაცხადა, რომ გეია და ოჯახის შექმნა სურს. „მეუღლე მყავს, მაგრამ კანონიერად არ მყავს. მე არ მაქვს უფლება კანონიერად დავქორწინდე“, - განაცხადა გადაცემის სტუმარმა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თავისუფლება ჯიქური გია ჯაჯანიძეს: "იყო არაფერი, შემდეგ მოხდა აფეთქება, აფეთქებამ წარმოშვა მატერია, მატერიამ დაიწყო ტრანსფორმაცია, ტრანსფორმაციამ შექმნა სამყაროები, გალაქტიკები.. გალაქტიკებმა პლანეტა, პლანეტებზე გაჩნდნენ ბაქტერიები........ შემდეგ ბაქტერიებმა განიცადეს ტრანსფორმაცია, სხვადასხვა სახე მიიღეს ამ ბაქტერიებმა, ამაში იყო თავისუფლება, არავინ არ ეკითხებოდა ამ ყველაფერს თვითონ პლანეტა მართავდა ყველაფერს, თვითონ ის...არაფრისგან წარმოშობილი აფეთქება, ამის ნაწილი ვარ მე თავისუფლება" გია ჯაჯანიზეს კითხვაზე შენ გყავს ბევრი ტრანსგენდერი მეგობარი, თავისუფალ ჯიქურმა ასე უპასუხა: "პასპორტში მიწერია თავისუფლება, მე მყავს ბევრი ტრანსგენდერი მეგობარი, ტრანგენდერი ქალები, ტრანსგენდერი კაცები, მყავს მეგობრები ლგბტ ადამიანები მე თვითონ წარმომადგენელი ვარ, გეი ვარ მე თვითონ...მე მეყვარება ჩემნაირი ადამიანი, იმიტომ რომ მე ესეთი ვარ, მე დავქორწინდები რა თქმაუნდა, ოღონდ ჩემნაირ ადამიანებთან..." თავისუფალი ჯიქურის პასუხებზე, გადაცემის სტუმარს, ბესო ჩუბინეძის ძალიან მკაცრი და მწვავე რეაქცია მოჰყვა, მან თავში ხელი მოირტყა და ჯიქურს ასაკი ჰკითხა, ბესო ჩუბინიძემ ჯიქურს სიყვარულის შედეგებზე ესაუბრა, შვილის სიყვარულზე ელაპარაკა, მაგრამ როგორც ჩანს გეი თავისუფალ ჯიქურს ნაკლებად აინტერესებს საზოგადოების აზრი. ჯიქურის თქმით, იგი დაიბადა როგორც გეი და მას მხოლოდ გეის სიყვარული აინტერესებს.... 519 9-ს მოსწონს
|