x
image
blednalici
ამერიკელმა ექიმებმა გარისკეს და ნაყოფს სიმსივნე მოაცილეს (5 ფოტო)

ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარდა ურთულესი ოპერაცია კეთილთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთაზე, ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვზე. დაავადება ნაყოფს გეგმიური ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარების შედეგად აღმოუჩინეს. ექიმებმა დედის თანხმობით გადაწყვიტეს გაერისკათ და გაეკეთებინათ ურთულესი ოპერაცია 23 კვირის ნაყოფზე, მოეცილებინათ კეთილთვისებიანი სიმსივნე. შანსი, ოპერაციის წარმატებით დასრულებაზე, მხოლოდ 10 პროცენტი იყო.image

სიმსივნე თითქმის ნაყოფის ზომის იყო და ართმევდა მას ყველა სასიცოცხლო ფუნქციას, რადგან სისხლის მიმოქცევა დარღვეული იყო. ასეთი ოპერაციის ჩატარება, ორსულობის შეუწყვეტად თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ექიმები ამ პრობლემას გაუმკლავდნენ. დედა ღრმა ნარკოზით დააძინეს, ნარკოზის სიმძლავრე 7-ჯერ აღემატებოდა ჩვეულებრივს. ამით მიღწიეს საშვილოსნოს მთლიან მოდუნებას და მთლიანად ამოიღეს ის მუცლის ღრუდან. ქირურგებმა შეძლეს საშვილოსნოს გახსნა ისე რომ პლაცენტა არ დაეზიანებინათ. საშვილოსნო გაკვეთეს, საიდანაც ნაყოფი ამოიყვანეს. მხოლოდ მისი თავი დატოვეს საშვილოსნოს ღრუში. სიმსივნის მოცილებას დაახლოებით 20 წუთი მოანდომეს, მთლიანად ოპერაცია კი 4 საათი გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. 10 კვირის შემდეგ კი ქვეყანას მოევლინა გოგონა მერისი, მეორე სახელი კი ექიმებმა იმედი დაარქვეს.

imageimageimageimage

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0