x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138447
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით

ყოველდღიურად, ვქმნით რა, საკუთარ იმიჯს, ვირჩევთ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ქვედაბოლო – ყველაზე ქალური სამოსია, ტანსაცმელს შორის. მისი საშუალებით შესაძლებელია რომანტიკული, ელეგანტური ან მკაცრი გარეგნობა შევმატოთ საკუთარ თავს. ხაზი გავუსვათ ღირსებებს და დავმალოთ ნაკლი.
იმისთვის, რომ ქვედაბოლო ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია შესაფერისი ფეხსაცმლის შერჩევა. მის შესარჩევად, ქვედაბოლოს არა მარტო ფერი და ფაქტურა, არამედ სიგრძეც უნდა გავითვალისწინოთ.
აქ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ფეხსაცმლის სტილის და ქუსლის სიმაღლის შერჩევაში, სხვადასხვა სიგრძის ქვედაბოლოზე.

1. მინი

მინი ქვედაბოლი კარგად უთავსდება ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს. ეს შეიძლება იყოს უქუსლო ან დაბალ ქუსლიანი ჩექმა, ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე, ყელიანი ფეხსაცმელი ან სანდლები. რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის შერჩევის დროს, დიდ როლს თამაშობს სეზონიც.

image

2. მუხლამდე

ვიწრო და სწორი ქვედაბოლო, მუხლამდე, ყველაზე ლამაზად გამოიყურება უქუსლო ან საშუალო სიმაღლის ქუსლიან ჩექმაზე და ასევე, საშუალო სიმაღლის კლასიკურ ფეხსაცმელზე.
image3. მუხლის ქვემოთ

სწორ ქვედაბოლოს მუხლს ქვემოთ, უფრო ხშირად, დაბალყელიან ჩექმებზე ატარებენ, გამოყოფილი ქუსლით ან პლატფორმაზე. ამ სტილის ქვედაბოლოები, სეზონის მიხედვით, ასევე კარგად უთავსდება მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
image4. მიდი

განიერ ქვედაბოლოებზე, ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, ვიწროყელიანი, ფეხზე კარგად მომდგარი ჩექმა და ნებისმიერი სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არის. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და ე. წ. ბალეტკები, ამ ქვედაბოლოებზე ლამაზად არ გამოიყურება.
image5. მაქსი

გრძელ ქვედაბოლოებთან მხოლოდ ჩექმა და მაღალყელიანი ფეხსაცმელი არის შეუთავსებელი. სამაგიეროდ, ყველა დანარჩენი სტილი მისაღებია. თავისუფალი განიერი ქვედაბოლოები ლამაზად გამოიყურება მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, როგორც დახურულზე, ისე ღიაზე. ხოლო თუ ქვედაბოლო თეძოზე არის მომდგარი, ამ შემთხვევაში, ბალეტკები და სანდლებიც კარგი იქნება.
image

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საერთო წესებია, და როგორც ცნობილია, ყველა წესიდან, ყოველთვის არსებობს გამონაკლისი. საბოლოო გადაწყვეტილება, მაინც გემოვნებაზე და სტილის შეგრძნებაზე არის დამოკიდებული.

0
1023
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0