ქალი და მამაკაცი რუსეთის 10 ყველაზე ლამაზი ტელეწამყვანი - უახლესი რეიტინგი 2016, 4 თებერვალი, 13:05 დღეს მთავარ ტელეარხებში მომუშავე წამყვანები არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალები უნდა იყვნენ, არამედ კარგი გარეგნული მონაცემებიც უნდა ჰქონდეთ. გთავაზობთ რუსეთის ყველაზე სექსუალური ტელეწამყვანების ტოპ ათეულს, რომელიც საძიებო სისტემის, "yandex"-ის მონაცემებით არის შექმნილი. 10. ანასტასია ჩერნობროვინა, დაბ. 1977 წ. უკვე 13 წელია, რაც ანასტასიას დილის გადაცემა მიჰყავს ტელეარხზე "Россия". 2009 წლიდან იგი არის ავტორი და თანაწამყვანი გადაცემისა "მარტო პლანეტაზე", რომელიც ტელეარხზე "Моя Планета". ანასტასია არის რუსული გეოგრფიული საზოგადოების პრეზიდენტის თანაშემწე. მინიჭებული აქვს "სამშობლოს წინაშე დამსახურების" მეორე ხარისხის ორდენი. 9. იულია ზიმინა, დაბ. 1981 წ. პირველად იულია ფართო პუბლიკამ გაიცნო კარმელიტას როლით იმავე სახელწოდების სერიალში. 2010 წლიდან კი არის რუსეთის პირველ არხზე დილის გადაცემა "Доброе утро"-ს წამყვანი. 8. ტატიანა სტოლიაროვა. დაბ. 1984 წ. ტატიანამ კარიერა მოდელობით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით არჩევანი ტელეწამყვანობაზე შეაჩერა. მას ბევრ ტელეპროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული რედაქტორის, წამყვანისა და კორესპონდენტის ამპლუაში. დღეს იგი მუშაობს ტელეარხზე "Россия 24" რამდენიმე გადაცემის წამყვანად. 7. ოქსანა ფედოროვა. დაბ. 1977 წ. ვისთვის ოქსანა მხოლოდ ტელეწამყვანია, ვისთვის - "მის სამყაროს" გამარჯვებული, გავშვებისთვის კი მათი საყვარელი გადაცემის, "Спокойной ночи малыши"-ს წამყვანი. ოქსანა უამრავი გადაცემის წამყვანი იყო, ასევე გადაღებული ტელესერიალშიც. ამას გარდა, იგი სამეცნიერო მოღვაწეობითაც არის დაკავებული 2007 წელს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის წოდებაც მიენიჭა. 6. ანა კასტეროვა. დაბ 1984 წ. ანა გარდა იმისა, რომ პოპულარული ტელეწამყვანია, ტელეარხ "Россия 2"-ს "სექს-სიმბოლოდაც" არის დასახელებული. მას რამდნიმე გადაცემა მიჰყავს. 5. ალა მიხეევა. დაბ. 1989 წ. ალა განსაკუთრებით პოპულარული გახდა პირველი არხის პროექტ "Вечерний Ургант"-ში მონაწილეობით. იგი ასევე არის თეატრისა და კინოს მსახიობი. 4. ირენა პანაროშკუ. დაბ. 1982 წ. თავის უცნაურ გვარს ირენა უნდა უმადლოდეს პოლონელ ბას-გიტარისტს, იანეკ პონარეშკუს, რომლის შვილადაც დიდი ხნის მანძილზე ასაღებდა თავს. თუმცა ამ ლამაზმანის ნამდვილი მამა რუსეთის განათლების ყოფილი მინისტრი, ვლადიმირ ფილიპოვია. იგი პირველად ეკრანზე გამოჩნდა 16 წლის ასაკში, ტელეარხზე "MTV Россия", სატელევიზიო პროექტში "12 მრისხანე მაყურებელი". შემდეგ იგი იმავე არხზე პროდიუსერის თანაშემწედ მუშაობდა, მოგვიანებიტ კი რამდენიმე გადაცემის წამყვანად ვიხილეთ. 2009 წლიდან ირენა CTC-ზე "დიდი ქალაქის" წამყვანად მუშაობს. პარალელურად მონაწილეობააქ ვს მიღებული ბევრ ტელეპროექტში. ტელევიზიის გარდა, ირენა რადიოშიც მუშაობს და რამდენიმე ჟურნალშიც აქვს საავტორო რუბრიკა. 3. ანასტასია ტრეგუბოვა. დაბ. 1983 წ. ანასტასია ტელევიზიაში 2005 წლიდან მუშაობს. ამჟამად იგი პირველი არხის დილის პროგრამის წამყვანია. 2. ლერა კუდრიავცევა. დაბ 1971 წ. ლერა მუსიკალური გადაცემემბის შეუცვლელი წამყვანია. იგი ტელევიზიაში 1995 წლიდან მუშაობს და არაერთ არხზე გაბრწყინებულა. პარალელურად მონაწილეობას იღებს ბევრ სატელევიზიო გადაცემაში, მუშაობს რადიოშიც. გარდა ამისა, ლერას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა თამამ ფოტოსესიებში სხვადასხვა მოდური ჟურნალებისთვის. 1. ელენა ლეტუჩაია. დაბ. 1978 წ. ბევრისთვის ეს ქერათმიანი ლამაზმანი ნამდვილ კოშმარად იქცა, რადგან ის არის წამყვანი პროგრამის "PЕВИЗОРРО", რომელსაც რუსეთის ბევრი რესტორნისა თუ სასტუმროს მფლობელი გაუწითლებია. გარდა ამისა, ლენა ლეტუჩაია ბევრი სხვა ტელეპროექტის პროდიუსერი და რეჟისორია. 1977 10-ს მოსწონს
|