x
image
melody_inside
მამაკაცების თბილი ისტორიები თვიანთ გრძნობებზე.
სიყვარულს არ აქვს კანონზომიერება და სტანდარტები.ის ყოველთვის უნიკალური და განუმეორებელია.უფრო მეტიც-ერთსა და იმავე რომანტიკულ ურთიერთობაში ორივე მონაწილეს სხვადასხვა ხედვა აქვს.


გთავაზობთ მამაკაცების ძალიან თბილ ისტორიებს სიყვარულზე.


image


1.როცა მე დედას ვუყვებოდი გოგონაზე, რომელიც მე მომწონდა, ყოველთვის ორ შეკითხვას მისვამდა: ''რა ფერის თვალები აქვს? '' და ''როგორი ნაყინი უყვარს?'' მე უკვე 40 წლის ვარ.დედა დიდი ხანია გარდაიცვალა, მაგრამ მე ახლაც მახსოვს, რომ მას მწვანე თვალები ჰქონდა და უყვარდა ჭიქის ნაყინი მასზე მოყრილი შოკოლადით, როგორც ჩემს ცოლს.




image


2.ერთხელ ვიწექით და ვარკვლავებიან ცას ვუყურებდით.ჩემი გოგონა ელოდებოდა როდის ჩამოვარდებოდა ვარსკვლავი, სურვილი რომ ჩაეფიქრებინა.მაგრამ ჩაეძინა.მე დავინახე ვარსკვლავი როგორ ჩამოვარდა და ჩავიფიქრე, რომ მისი ყველა სურვილი ასრულებულიყო.


image


3.როცა მე და ჩემი ცოლი ვჩხუბობთ, ჩვენი ქალიშვილი დემონსტრაციულად ეცემა ძირს, ვითომ ფეხი იტკინა, ან ხელი.ცოტა ხნის წინ ჩვენ სამზარეულოში ვკამათობდით.შვილს ოთახში ეძინა(შუადღის ძილი).გაიგონა თუ არა ჩვენი მაღალი ტონი -მოვიდა, ხელი ჩამკიდა და წამიყვანა.ვითომ ეშინოდა და თავისთან დამაწვინა.ყურზე ხელი მომკიდა და დავიძინეთ.ბავშვი არ გვაძლევს ჩხუბის საშუალებას.ოჯახში ახლა სიმშვიდე გვაქვს.



image


image


4. იმ წუთიდან, როცა ჩვენმა პატარა გოგონამ პირველი ბგერები გამოთქვა, მე ცოლის უჩუმრად ვასწავლიდი სიტყვა ''დედა''-ს.მინდოდა მისი პირველი სიტყვა ეს ყოფილიყო.ერთხელ სახლში ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი .შევდივარ ბავშვის ოთახში და მესმის, ჩემი ცოლი როგორ ასწავლის სიტყვა ''მამა''-ს.

3
575
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
575
  
2017, 17 ივლისი, 15:21
სიყვარულის ნიჭი - ეს ხომ ყველაზე დიდი ნიჭია! ამის გარეშე ადამიანი - არარაობაა!
2016, 6 თებერვალი, 20:23
ღმერთო, აი ამას ქვია ნამდვილი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, ღმერთმა ყველა ბედნიერი ამყოფოს,
2016, 3 თებერვალი, 15:23
შვილი
0 1 3