სხვა ეგვიპტეში პირამიდებთან აღმოჩენილია 4500 წლის გემი 2016, 2 თებერვალი, 14:34 კაირო.1 თებერვალი- ''რია ნოვოსტი''.მარგარიტა კისლოვა. ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში კაიროს სამხრეთით აბუ სეირის რეგიონში აღმოაჩინეს უძველესი ხის ხომალდი.მისი ასაკი მინიმუმ 4500 წელია- ნათქვამია ეგვიპტის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს განცხადებაში. გემი განთავსებულია სამარხთან სახელწოდებით ''მასტაბა AS 54'', რომელიც სავარაუდოდ ეკუთვნოდა მაღალჩინოსან პირს ფარაონების III ან IV დინასტიის მმართველობის პერიოდში ."(დაახლოებით 2550 წელი ჩვენს ერამდე.)ხომალდი შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო დაკრძალვისას.იგი აღმოაჩინეს 2015 წელს, როცა სამარხის გარშემო ტერიტორიას ასუფთავებდნენ.ამ დროისთვის მეცნიერებმა შეძლეს გაეწმინდათ თვრამეტ მეტრიანი ხის ხომალდის ზოგიერთი დეტალი.აღმოჩენილია ასევე იმ ბაგირის ფრაგმენტები, რითაც ეს დეტალები იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. სამინისტროს მონაცემებით, ჩეხი არქეოლოგების ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად გააფართოებს ცოდნას ძველი ეგვიპტის ცხოვრების შესახებ. 797 8-ს მოსწონს
|