x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"გასახდომად, კანის გასაწმენდად და თმის აღსადგენად" გამოიყენეთ მხოლოდ ბრინჯიანი წყალი
image

მოგეხსენებათ, რომ თავის მოვლა და პროცედურები დიდ თანხებთან ასოცირდება, რაც ყველა ჩვენგანს არ გააჩნია, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი საშუალება- ბრინჯიანი წყალი გამენდო, რომელსაც მრავალი სასწაულის მოხდენა შეუძლია. წარმოგიდგენთ აზიური სილამაზის ახალ რეცეპტს, რომელიც პოპულარობის ახალ ტალღაზეა და შეუძლია სახის გაწმენდვა, დაზიანებული თმის აღდგენა და წონაში კლება.


image



კანის გაწმენდვა:



როგორც ცხადია ბრინჯიანი წყალი შეიცავს ვიტამინებს B, C, E და ასევე მინერალებს. ეს სტრუქტურა ამცირებს ფორებს, არბილებს კანს და იცავს მზის სხივების ზემოქმედებისაგან. რეცეპტს კი, თუ როგორ უნდა გავიწმინდოთ კანი, ეხლავე შემოგთავაზებთ.


მომზადება: დაგვჭირდება თეთრი ბრინჯი და ონკანის წყალი. ნახევარი ჭიქა ბრინჯი გარეცხეთ კარგად და მოათავსეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. ამ პერიოდში, ბრინჯში შემავალი ვიტამინებით და მინერალებით გაჯერდება ეს წყალი, რაც კარგი საშუალებაა თქვენი კანის დასაბანად. ამ 15 წუთის შემდეგ კი წყალი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და მოიხმარეთ სახის დასაბანად, ბრინჯი კი შეგიძლიათ სადილის მოსამზადებლად გამოიყენოთ.


ბრინჯიანი წყალი შეისხით სახეზე და ფრთხილი, წრიული მასაჟებით თითების საშუალებით შეიზილეთ 1 წუთის განმავლობაში. სახეს ნუღარ ჩამოიბანთ, ეცადეთ ეს წყალი შეგაშრეთ, შედეგს კი მაშინვე იგრძნობთ, რომ თქვენი კანი უფრო ფაფუკი და ნაზი გახდება.


ასე მომზადებული წყლის შენახვა შეგიძლიათ მხოლოდ ჰერმეტულად თავდახურული ჭურჭლით მაცივარში, არაუმეტეს 5 დღისა.

image



წონაში კლება:


თუ წონაში დაკლება გსურთ, მაშინ ბრინჯიანი წყლის სხვაგვარად მომზადება იქნება საჭირო. ბრინჯი მოხარშეთ ბევრ წყალში, ნახარში სწორედ ისაა, რაც წონაში დასაკლებად გამოგადგებათ. თვით აზიელებიც ამბობენ, რომ რამდენადაც მარტივია ამ საშუალებით გახდომა, მით რთულია მისი დალევა. გასახდომად უნდა მიირთვათ ნახარში საუზმის ნაცვლად, ხოლო დღის მანძილზე კი დალიეთ ცოტ-ცოტა როგორც სამკურნალო და მატონიზირებელი საშუალება. ის ასევე აღადგენს თქვენს ენერგიას.



მომზადება: 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 4-7 ჭიქა წყალი, შემოდგით ქურაზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე 2-4 საათის განმავლობაში ხარშეთ. ბულიონიც მზადაა მისაღებად, თუ ვერ შეძლებთ მის დალევას, შეგიძლიათ ძალიან ცოტა მარილი დაამატოთ.


ნახარში შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფერმენტებს, მინერალებს და E ვიტამინს. როგორც აკლებს წონაში, ასევე ხელს უშლის კანს დაბერებაში, ამცირებს ნაოჭებს, გამოირჩევა აკნეს ეფექტით და ამცირებს ანთებით პროცესებს.


image




თმის აღდგენა:


აზიელები გამორჩეულნი არიან თმის ხარისხითა და ბზინვარებით, რასაც სწორედ რომ ბრინჯიანი წყალი განაპირობებს. თვალსაჩინოა ასევე აზიელი, 80 წლის ქალების გრძელი და ხარისხიანი თმა, რაც ყველასთვის ყოველთვის შესაშურია, თუმცა თქვენც შეგიძლიათ იქონიოთ მსგავსი ხარისხის თმა თუ შეასრულებთ შემდეგს:


მომზადება: დაგვჭირდება დიდი რაოდენობით წყალი, რომ თმას ეყოს და აუცილებლად უნდა მოვიხმაროთ ნახარში, ოღონდ წამოდუღებამდე გადმოვდგათ ქურიდან, გადავწუროთ და ერთი დღის მანძილზე გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე. მოხმარების წინ კი მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ და ის უკვე მზადაა გამოსაყენებლად. (თუ წყალი ძალიან სქელი და ბლანტია, შეგვიძლია გავაზავოთ ჩვეულებრივი წყლით. შეგვიძლია ასევე, ჩავამატოთ 2-3 წვეთი ეთერზეთი, ჩაის, ხის, ჟასმინის, ვარდის, ლავანდის ზეთი) თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ ნახარში, ის უნდა გავიჩეროთ არანაკლებ 1 წუთისა თმაზე და ფრთხილი მასაჟით შევიზილოთ კანში. ეფექტიც არ დააყოვნებს და შეამჩნევთ თმა როგორი ბზინვარე და მტკიცე გახდება.


image



P.S. ამ მარტივი პროცედურების შემდეგ თქვენი თმა, კანი და სხეული გაცილებით ლამაზი და ჯანმრთელი გახდება. გისურვენთ წარმატებებს.

6
15274
22-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
15274
  
2021, 16 ივნისი, 21:20
სხვაგანაც წამიკითხავს ბრინჯის ამ თვისებების შესახებ, სადაც აღწერილია რომ არანაკლებ სასარგებლოა დაფქული ბრინჯის გამოყენება სახის ნიღბისათვის. აწი მოვსინჯავ.
2021, 17 იანვარი, 0:02
თქვენ ჯერ ნერვებზე იმკურნალეთ, რადგან ვგონებ, გამხდარი სხეული და ბზინვარე თმა ამაო იქნება. თუმცა, ნერვებზე სამკურნალო პროცედურებზე არაფერი მაქვს ჩემს სტატიებში, მე ბოდიში... ჯამში 2203 სტატია მაქვს დაწერილი და ახლა თქვენ გეკითხებით, ყველა მოვიყვანო სისრულეში და მერე დავდო? :)) (გონებას რომ ცოტა წიხლი მივაჭიროთ, არა?! )
2021, 16 იანვარი, 22:42
აი ეგეთ სრულ იდიოტობებს ან საიდან ეძებთ ან საიდან მოგაქვთ ნეტა თქვემს ტვინებში ჩამახედა ამ სტატიის ავტორმა კიდე თვითონ გააკეთოს ბრინჯის "სასარგებლო" პროცედურები და შედეგი დაგვიდოს თუ რამდენად გაუნაზა და დაურბილა კანი,აღუდგინა თმა და ბზინვარება შემატა როგორც "აზიელებს"
2016, 2 თებერვალი, 14:56
მადლობა ლეელ, საყვარელო :*
2016, 2 თებერვალი, 14:52
ძალიან კარგი სტატიაა, მაკა!!! როგორც ყოველთვის
0 1 6