ანეკდოტები სახალისო აზრები და ანეგდოტები 2016, 3 თებერვალი, 17:27 “დღეს უეცრად გამეღვიძა, სამუშაოზე არ დავაგვიანო მეთქი. თვალები გავახილე და დავმშვიდდი – თურმე სამუშაოზე ვიყავი". თუ თქვენ მორალურად დაიღალეთ, ამორალურად უნდა დაისვენოთ. – სად მუშაობს თქვენი ქმარი? – ღვინის ქარხანაში. უკვე 3 თვე არის. – მერე მოსწონს? – არ ვიცი. სახლში ჯერ არ დაბრუნებულა. ![]() ![]() – ვისვენებთ, როდესაც აგარაკზე არ მივდივართ. ![]() ![]() “ყველაფერი ასე მარტივად როგორ გამოსდის? მოვა – განწყობას აგიმაღლებს, თავს მოგირჩენს, ძილს გაგიუმჯობესებს, ძალას შეგმატებს... ამას ბარათზე დარიცხულ ფულზე ვამბობ".![]() ![]() დამოკიდებულება გარშემომყოფებისადმი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რატომ მოიყარეს თავი შენს ირგვლივ. საკუთარი ცუდი ჩვევების ნუ გრცხვენიათ. მოწევა, სმა, აზარტული თამაშები... მართალია, სიცოცხლეს ამოკლებს, მაგრამ ბედნიერების წუთებს ახანგრძლივებს. – მკითხავების და ნათელმხილველების აღარ მჯერა. – რატომ? – ნათელმხილველთან მივედი, კარზე დავაკაკუნე და იცი რა მკითხა? – ისეთი რა გკითხა? – რომელი ხარო?! “ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, მკვეთრად გამოხატული სრულფასოვნების კომპლექსი მიჩნდება". ამბობენ, რომ ლიმონი სასარგებლოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ევროსია. – ჩემმა ცოლმა იმდენი მოახერხა, რომ მორწმუნე გავხდე. დედამთილი ურეკავს რძალს: – აბა, როგორ არის ჩემი შვილი? – როგორ, როგორ... სვამს, მცემს და მღალატობს... – მადლობა ღმერთს, მთავარია ჯანმრთელად იყოს!.. სილამაზის სალონში: - თავი დაგბანოთ? ჩემი მეზობელი გემოვნებიან მუსიკას უსმენს, უნდა ეს მას თუ არა. დაქალები საუბრობენ: – მაშ ასე! ახალგაზრდავ! თქვენ ჩემს ქალიშვილზე დაქორწინების სურვილი გამოთქვით. საკმარისად შეძლებული ხართ, რომ ოჯახი შეინახოთ? – ვფიქრობ, რომ ვარ! ყველაზე ბედნიერი დღე გოგონას ცხოვრებაში, მისი ქორწილის დღე არის — ამ დღეს, მან ზუსტად იცის, თუ რა უნდა ჩაიცვას. 1898 11-ს მოსწონს
|