x
image
natia.a
„არ ვარ წმინდანი, მაგრამ ქალი ვარ... გთხოვთ, შეიტანეთ ცვლილება კანონში!"
imageსკანდალურ ქალბატონად ცნობილი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სამაკმაო აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად ამცნობს საკუთარ შეხედულებებს. ამჯერად მისი პოსტი საკუთარ ტყუპისცალ დას, დიშვილსა და მის მამას შეეხება. როგორც შაფათავა ამტკიცებს, მამის გამო გოგონა ხშირად იჩაგრება, ამიტომ მსგავსი მამების წინააღმდეგ კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს.


"ჩათვალეთ რომ ჩემი შვილია მაშა. დეას შვილი ჩემი შვილია. ჩემი ტყუპისცალის შვილი. მას აქვს აღკვეთილი ადამიანის უზენაესი - თავისუფლების უფლება-მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში, კანონი ქალებს და ბავშვებს არ იცავს. რადგან ბავშვს მამის გვარი აქვს, მამას უფლება აქვს, პასპორტი არ მისცეს და ქვეყნიდან გასვლის უფლებაც ასევე, საკუთარ კაპრიზს დაუქვემდებაროს. ეს მხოლოდ დეას და ჩემი პრობლემა არ არის. მადლობა ღმერთს და მის სამსახურს - დეა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მენეჯერი ქალია საქართველოში, ვამაყობ ჩემი დით! და აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შვილის გამოკვების, შენახვის და განებივრებსაც. სულ იმას ვიმეორებ: საწყალი, უპატრონო, უმუშევარი ქალი რომ ყოფილიყო, შვილის მამა ფეხებს შეაწმენდდა, უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ასე არ გამოვა, ძლიერები ვართ და ერთადერთ (!) სასპეკულანტო შანსს იყენებს და ბავშვს უჭრის ფრთებს, "მამა". ბავშვს, რომლის დედა მივლინებებშიც წაიყვანდა -არის ამის შესაძლებლობა; რომლის ორივე დეიდას აქვს შესაძლებლობა, მთელი მსოფლიო აჩუქოს და მამა (!!!!) ჯინაზე, ბავშვს შეფერხებას უქმნის, მის ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტით - ქაღალდზე მამობით და ეს ფაქტი არ ისჯება. ყველა მარტოხელა ქალის სახელით, ღარიბი, მდიდარი, ბედნიერი, უბედური, მაგრამ საკუთარი შვილის გაჩენით ბედნიერის - გთხოვთ, სამართალდამცვლებო, უფლებადამცველებო - შეიტანეთ ცვლილება კანონში და ჩამოვართვათ ასეთ "მამებს" ეს მათი ერთადერთი სასპეკულაციო მექანიზმი. მივცეთ ბავშვებს სუნთქვის შესაძლებლობა. დავგმოთ ვიწრო აზროვნება. გთხოვთ ყველას, ვაჩუქოთ ცოცხალი მამით უმამოდ გაზრდილ ბავშვებს თავისუფლება.


პ.ს. დეა არის წმინდა გოგო. მისთვის უმამოდ ბავშვის გაჩენა უკვე იყო განაჩენი - ეს ის კაცია, მთელ თბილისში რომ დასდევდა დეას, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. ყვავილებით, საჩუქრებით, ფსქოზებით, ისტერიკებით, ჩვენ სახლთან მანქანაში ფანატიკური დარაჯობით და ძილით. ეს ის კაცია, მის პირველივე დანახვაზე რომ ვთხოვე: სხვადასხვა პლანტებიდან ხართ შენ და დეა, გთხოვ, გაეშვი ჩემ დას, სხვა გოგო ნახე. ეს ის კაცია, რომლის მეგობრები ჩურჩულით მეუბნებოდნენ: დეას დონის გოგო არასოდეს ყოლია-დიახ, მაგარი და მყავს და მეამაყება. ხმამაღლა ვამბობ, კუკარაჩა რომ ამბობდა ინგაზე: წმინდაა ეს ქალი! დიახ, მე ვიცავ ჩემ დას! არ იმსახურებდა ის კაცი მას და არც იმას იმსახურებდა, ეს ანგელოზი რომ დეასთან ერთად აჩუქა ღმერთმა! და რით გადაუხადა? ბავშვს? თავისუფლების აღკვეთით? მე დეას ტყუპისცალი ვარ. მე არ ვარ წმინდანი, მაგრამ ქალი ვარ, ნამდვილი და ძალიან ბევრი მამაკაცი დაგიდასტურებთ ჩემი ხასათის სიძლიერეს. ჩემს ხელთ ერთადერთი ბერკეტია-სიმართლე და, დობა.


მე მინდა ჩემი და ბედნიერი ქალი იყოს. და ასევე, ჩემი დის შვილი. ჩემი დის შვილი -ჩემი შვილია. ძალიან გთხოვთ, აღვუდგეთ ასეთ "მამებს" და საფუძველშივე მამობის ფუნქცია შენარჩუნებულებს, არ მივცეთ ჩვენი, ქალების, შვილებით, სპეკულირების უფლება! ჩემი Маруся იქნება თავისუფალი, გადაადგილებაში მსოფლიოში და დეა, ჩემი 24/7 მშრომელი მარტოხელა დედა, თუმცა ჩვენი კანონით, ვინაიდან ბავშვი მამის გვარზეა, ქალი მარტოხელა დედად არ ითვლება -აი მარაზმი და ხარვეზი მენტალიტეტში! - დეა მაინც იქნება ბედნიერი. დეა გათხოვდება კაცზე, რომელიც მას იმსახურებს და ეყოლება ისეთი ბედნიერი ოჯახი, რომელზეც ბავშვობდან ოცნებობს და რომლის არ არსებობა ჩვენი ბავშვის "მამის" დიდი შავი მუშაობით გამწვეული დანაშაულია. დეა იქნება ბედნიერი, ისევე როგორც ასეთი რეგვენი "მამებით" გაწამებული სხვა გოგოები და ბავშვები. ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია, ვიზრუნოთ ჩვენი ბავშვების მომავალზე. ვინ, თუ არა მე, ცხრა მთა, ცხრაასი საშინელება გამოვლილმა ქალმა არ დავიცავი ჩემი და და სხვა გოგოები?



მე და მაშამ სურვილი ჩავიფიქრეთ ახალ წელს. თოვლის ბაბუას ვთხოვეთ ნაძვის ხესთან, რომ მაშას წავიყვანთ დისნეილენდში, მე გადამიღებენ კინოში, დედიკო გათხოვდება და ძამიკოს გაუჩენს და სოფიკო დიდი მუზარადის შეჯიბრს მოიგებს. პარიზის დისნეილენდში წასვლა სოფიკოს როლან გაროსზე წასვლას უნდა დავამთხვიოთ, რომ დეიდას უგულშემატკივროს. მე შევპირდი ბავშვს და შევასრულებ.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ბედნიერებას ვუსურვებ დეას და ყველა მაგარ გოგოს, რომელიც შვილს იმ კაცისგან ზრდის, სიყვარულს რომ ეფიცებოდა და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ბავშვს სახლში პატიმრობა მიუსაჯა. ჩვენ ვაჯობებთ ასეთ არაკაცებს და ვიქნებით ბედნიერები...“ - წერს იუნა შაფათავა.


imageimageimage


0
576
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
576
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0