მამაკაცის მოდა მამაკაცის მოდა 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. კლასიკური სტილი 2012, 29 მაისი, 19:32 მოკლედ პირველად ვდებ სტატიას მამაკაცებისათვის, ჩემი საყვარელი არსებებისათვის. ამ ყველაფერმა კი ისე გამიტაცა რომ ძლივს დავაღწიე თავი. ძალიან მომწონს მე პირადად ეს კოლექცია და იმედი მაქვს თქვენც მოგეწონებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებო და გაითვალისწინებთ. კლასიკური სტილის მოყვარულები კი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩებით. თუმცა ყველა მამაკაცისთვის ზოგჯერ აუცილებელია ასეთი სტილის სამოსის ჩაცმა, ამაში უნდა დამეთანხმოთ. ყველგან ჯინსებითა და მაისურით ვერ ივლით, ხოლო კლასიკურს სამოსს თუ სწორად შეარჩევთ საკმაოდ კომფორტულიც მოგეჩვენებათ დამიჯერეთ და თავდაჯერებულობასაც მოგმატებთ. მოკლედ აქ ყველაფერია, სურათები არ დავინანე. იმედია მოგეწონებათ და ნახვას არ დაიზარებთ. მამაკაცისთვისაც ისევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორ გამოიყურება როგორც ქალისათვის 782 6-ს მოსწონს
|