შოუბიზნესი თბილისელმა აზერბაიჯანელმა გოგონამ „ვაგიფის“ ახალი ვერსია შეასრულა 2016, 1 თებერვალი, 3:02 ახალგაზრდა თბილისელმა აზერბაიჯანელმა მომღერალმა გოგონამ აისელა მამედოვამ, თავის კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ვაჟა აზარაშვილის „ვაგიფის“ საკუთარი ვერსია ჩაწერა, რომელზეც კლიპიც გადაიღო და ორთაჭალაში, მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმში საზოგადოების ცნობად სახეებთან ერთად შესანიშნავი პრეზენტაციაც მოაწყო.
საღამო ორ ენაზე მიყავდათ წამყვანებს და საზოგადოებას დეტალურად გააცნეს, ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონის მოღვაწეობის ისტორია, კლიპის ჩვენების შემდეგ თითოეულ მათგანს მისცეს სიტყვა და აზრის გამოთქმის საშუალება, აზრის რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადებითი იყო მომღერლის მიმართ. თავად კლიპი თბილისის ქუჩებშია გადაღებული და ქართველი გოგონას და აზერბაიჯანელი ბიჭის სიყვარულის თემაზეა აგებული, რომელიც რათქმაუნდა ჰეფიენდით მთავრდება და როგორც წესი სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგება. კლიპი ცნობილმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ვუგარ ალიევმა გადაიღო. პრეზენტაციას ესწრებოდა ჯანსუღ ჩარკვიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დარბაზში ვერიკო ტურაშვილსაც მოვკარით თვალი, იყვნენ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც, მსახიობები... უშუალო ატმოსფერომ მალევე დაამშვიდა აშკარად აღელვებული აისელა, რომელიც მთელი გულით ცდილობდა ყველა სტუმრისთვის მიექცია ყურადღება და ყველა კმაყოფილი ყოფილიყო ორგანიზებული პრეზენტაციით. სხვათაშორის აისელა მამედოვა რამდენიმე სილამაზის კონკურსის მონაწილეცაა, მათ შორის ის საქართველოს „ფოტოგენურობის კონკურსის“ მე-8 სეზონის გამარჯვებულიცაა და „მის ვარსკვლავების“ ტიტულიც აქვს მოპოვებული 5 წლის უკან, სხვა ტიტულებთან ერთად. 370 1-ს მოსწონს
|