ქრონოლოგია გალილეი დაიბადა 1564 წელს პიზაში, იტალიაში.1581წელს აღმოაჩინა, რომ პიზის ტაძარზე მოქანავე ფარნების მოძრაობის ხანგრძლივობა, ამპლიტუდის მიუხედავად, არ იცვლებოდა.მან შეიმუშავა ჰიდროსტატიკური ბალანსი ფარდობითი სიხშირეების განსაზღვრისთვის.1610 წელს შექმნა და ააწყო სხივის გარდამტეხი ტელესკოპი.გამოაქვეყნა დაკვირვებები"ვარსკვლავების მაცნე".1632 წელს გამოქვეყნდა ნაშრომი "მსოფლიოს ორი მთავარი სისტემის შესახებ".ამის გამო ეკლესიამ იგი აიძულა, უარი ეთქვა კოპერნიკისეულ ხედვაზე და მას შინა პატიმრობა მიუსაჯა.
შინა პატიმრობისას გალილეი განასახიერებდა ოპტიმიზმსა და ბრძოლას სამეცნიერო რევოლუციისთვის.მას ეკუთვნის მთელი სერია აღმოჩენებისა, რომლებმაც შეცვალა სამყაროს ხედვა იმ საზოგადოებაში, სადაც დომინირებდა რელიგიური დოგმა და რომელიც მიმართული იყო რადიკალური იდეების ჩახშობისკენ.
გალილეის გატაცება მათემატიკა გახლდათ.ერთ-ერთი მიღწევა იყო თანამედროვე მიდგომა ექსპერიმენტულ და მათემატიკურ ფიზიკაში.
ერთ-ერთი სფერო, სადაც გალილეომ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია, გახლდათ მეთოდი, რომელიც მოძრაობის წესს ხსნიდა.კონკრეტულად მან უარყო არისტოტელეს განმარტებები ფიზიკაში, რომ მძიმე საგნები უფრო სწრაფად ვარდებოდა, ვიდრემსუბუქი.მრავალი ექსპერიმენტის შედეგად აღმოაჩინა, რომ ისინი ერთი და იმავე სისწრაფით ეშვებოდა.ამ ექსპერიმენტებმა მიიყვანა თანაბარი აჩქარების თეორიამდე, რომლის მიხედვითაც ვაკუუმში ყველა საგანს აქვს ერთნაირი აჩქარება დედამიწის მიმართ, რაც შემდგომში ჭეშმარიტებად იქნა აღიარებული.გალილეო ასევე ეწინააღმდეგებოდა არისტოტელეს მოძრაობის თეორიის სხვა სფეროშიც, რომლის მიხედვითაც ნასროლ ქვაზე მოქმედებს ორი ძალა ერთდროულად:ერთია სროლის აჩქარება, რომელიც მას ჰორიზონტალურ ძალას აძლევს და მეორე, რომელიც დაბლა ექაჩება, რაც ახლა ცნობილია, როგორც გრავიტაცია.
გალილეის ნაშრომი ასევე ეხება ქანქარის შესწავლას.მან დაასკვნა, რომ ქანქარას სჭირდება ერთი და იგივე დრო წინ და უკან მოძრაობისას, გაქანების ამპლიტუდის მიუხედავად.ამ აღმოჩენამ დიდი წვლილი შეიტანა ქანქარიანი საათის შექმნაში.