x
მიყვარსო ამბობენ

image
















მიყვარსო ამბობენ და მაინც სხვისკენ გაურბით თვალები. მხოლოდ ის ერთი მჭირდებაო დაჟინებული აქვთ, სხვა არ მინდაო ამბობენ. ზოგჯერ დეპრესია და პანიკაც კი ემართებათ, თავსაც კი იკლავენ, მაგრამ ისინი ვინც გადარჩებიან ცდილობენ თავისას მიაღწიონ... ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მიზანს მიაღწიონ. აშორებენ შეყვარებულებს, ცოლებს, შვილებს, მეგობრებს, ოჯახს და აი, როგორც იქნა დაისაკუთრებენ, დაიჭერენ, გულში ჩაიკრავენ, ცოლად გაყვებიან ან ცოლად მოიყვანენ, ბედნიერები არიან და მათი ბედნიერება შესაძლოა რამდენიმე თვეს გაგრძელდეს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას ის მხოლოდ გარეგნულად უყვარდა, მისი პრობლემების გარეშე. აღმოჩნდება, რომ არ შეუძლია ამის ატანა, არ შეუძია მიიღოს ისეთი როგორიც არის, უყვარდეს თავიდან ბოლომდე, სულით ხორცამდე... ჩხუბობენ, გარბიან, შორდებიან და რა? ბოლოს რა ხდება? ქრება მათი სიყვარული, რჩებათ ბავშვები დედის ან მამის გარეშე. ეს ბავშვები კი იზრდებიან მარტო, ეულად, საკუთარ თავში ჩაკეტილები (გვინდა არ გვინდა ბავშვები რომლებიც ოჯახურ სითბოს არიან მოკლებული ფსიქოლოგიურად ბევრად განსხვავდებიან იმ ბავშვებისგან რომლებიც შეკრულ ოჯახში იზრდებიან).
ეს სიყვარული არაა! ეს გატაცებაა, უბრალოდ ლტოლვა. არ შეიძლება დღეს ერთი გიყვარდეს, ხვალ მეორე, და ზეგ მესამე. არ შეიძლება ყველა ვინც მოგწონს და გიზიდავს სიყვარულად ჩათვალო. ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება გეწვიოს ან არ გეწვიოს. თუ გიყვარს სიცოცხლის ბოლომდე უნდა გიყვარდეს, უნდა შეძლო მასთან ერთად გაიარო ცხოვრების ყველა ნაბიჯი ყველა დაბრკოლება, ოჯახი და შენი თქმით შენი დიდი სიყვარული არ უნდა დათმო იმიტომ რომ მას არ მოსწონს, როდესაც ღამეებს სხვაგან ათენებ, ან შენი მომზადებული საჭმელი არ მოეწონა, ან არ მოსწონს როგორ ეკეკლუცები სხვას. ზოგჯერ პრობლემა ჩვენს თავშია და არა იმ მეორე ნახევარში, თუმცა როდესაც არ გვიყვარს მისგან გასაქცევად ყველა მიზეზი გამოდგება, თუნდაც ის რომ ჩიხირთმა არ მოგართვა საწოლში :))



0
80
შეფასება არ არის
ავტორი:სახვაძე
სახვაძე
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0