ქალი და მამაკაცი Sandra Bullock 2016, 7 თებერვალი, 17:24 სანდრა ანეტ ბალოკი 1964 წლის 26 ივლისს დაიბადა არლინგტონში. სანდრას დედა ოპერის მომღერალი იყო, მამა – რიტორიკის მასწავლებელი. სანდრამ სკოლა 1982 წელს დაამთავრა. შემდეგ მსახიობი სწავლობდა აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბალოკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავისი სამსახიობო კარიერა წამოიწყო. მოგვიანებით სანდრა ლოს-ანჯელესში გადავიდა. იგი თავიდან მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა. მსახიობს პოპულარობა მოუტანა ფილმმა “დამანგრევებელი", სადაც სანდრამ სილვესტერ სტალონესთან ერთად ითამაშა. ამ პროექტს მოჰყვა იან დე ბონტის პროექტი “სიჩქარე”, სადაც მსახიობი თანამშრომლობდა კიანუ რივზთან და დენის ჰოპერთან ერთად. ეს პროექტი სანდრასთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 2007 წელს ის შეფასებული იყო როგორც სიმდიდრით მეთოთხმეტე ქალი გართობის ინდუსტრიაში. სანდრამ შავკანიანი ბიჭი ლუისი იშვილა. ეს მოხდა იმ პერიოდში როდესაც მისი და ჯესი ჯეიმზის ქორწინება ინგრეოდა. განქორწინების შემდეგ სანდრა მარტოხელა დედა აღმოჩნდა. 2014 წლის წლის „ოსკარის” ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობ ქალებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკია. „სიჩქარის” ვარსკვლავი ალფონსო კუარონის „გრავიტაციაში” შესრულებული როლისთვის წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე. სანდრა ბალოკი დღესაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას კინოსამყაროში. მან თავი რეჟისორის, სცენარისტის და პროდიუსერის ამპლუაშიც გამოსცადა. სანდრა ბალოკის სიმაღლე 171 სანტიმეტრია, წონა – 60 კილოგრამი. სანდრა ბალოკს „სალსასა” და „ფლამენკოს” ცეკვა უყვარს. მას აქვს ალერგია ცხენებზე. სანდრა მოყვარული სანტექნიკოსია – მან საკუთარი ხელით დაამონტაჟა სახლში უნიტაზი. სანდრა ბალოკის საყვარელი კერძებია: შემწვარი წიწილა კარტოფილ „ფრისთან” ერთად; პიცა ლორითა და სოკოთი; სუფლე და შოკოლადი. სასმელებიდან ის უპირატესობას ლუდ „ჰეინეკენს”, ტეკილასა და „სტარბაქსის” ყავას ანიჭებს. სანდრა ბალოკს უყვარს ქსოვა და, შეუძლია, ოთხ დღეში მოქსოვოს სვიტერი. 162 2-ს მოსწონს
|