სხვა ბრძენი ხალხი და მათი უკვდავი გამონათქვამები. 2016, 30 იანვარი, 20:32 -ანა კალანდაძე:
ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული ხელოვნებაა!რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი ხასიათია!
-ფრანსუა დე ლაროშფუკო: ადამინაები არა მარტო ივიწყებენ მათთვის გაწეულ სამსახურსა თუ მათთვის მიყენებულ შეურაცყოფას, არამედ სიძულვილითაც კი უყურებენ თავიანთ კეთილისმყოფელთ და მზად არიან მიუტევონ მათ.აუცილებლობა იმისა, რომ სიკეთეს მადლიერებით უნდა მიაგონ სანაცვლო, ხოლო შეურაცყოფას-შურისძიებით, მათ მონობად ეჩვენებათ, რომელსაც არასდიდებით არ სურთ მოუხარონ ქედი. -ფილიპ დორმერ ჩესტერფილდი: ადამიანები ვერ იტანენ იმას, ვინც აგრძნობინებს მათ თავიანთ არასრულფასოვნებას. -მაქსიმილიენ რობესპირიერი: ადამიანები დაანაწილეთ არა მათი სიმდიდრის და მდგომარეობის მიხედვით, არამედ მათი ზნეობრივი ღირსებების მიხედვით. -ფრენსის ბეკონი: ადამიანები, რომელთაც მეტად ბევრი ხინჯი აქვთ, უწინარეს ყოვლისა, მათ სხვებში ამჩნევენ. -ფრანსუა დე ლაროშფუკო: ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, როცა მათ ატყუებენ მტრები ან ყიდიან მეგობრები, მაგრამ ისინი ხშირად კმაყოფილნი რცებიან, როცა თვითონვე იტყუებენ ან ყიდიან საკუთარ თავს. -ლევ ტოლსტოი: ადამიანებმა, რომელთაც სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, უნდა შექმნან ადამიანები, დანარჩენებმა კი ხელი უნდა შეუწყონ მათ განათლებასა და ბედნიერებას. -ანგელუს სილეზიუსი: ადამიანი ამქვეყნად ყველაზე საოცარია:მასში ღმერთი და ეშმაკი მარად მეზობლად არიან. -ფიოდორ დოსტოევსკი: ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია ყვეაფერს მიეჩვიოს და ეს არის ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა. -ბლეზ პასკალი: ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, მაგრამ მისი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ რაც მეტად ცდილობს დაემსგავსოს ანგელოზს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს. 464 4-ს მოსწონს
|