წყალი ჩვენთვის ყველაზე ჩვეულებრივი და უბრალო სითხეა, რომელთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება. ამასთან, წყალი უამრავ საიდუმლოს და სასარგებლო თვისებას მალავს. ამ სტატიაში განხილულა ყველაზე საინტერესო ფაქტები უბრალო წყლის შესახებ:
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წყალი ლოს-ანჯელესში იყიდება. Swarovski-ს ქვებით გაფორმებულ ბოთლში მოთავსებული 1 ლიტრი წყალი 90 $ ღირს.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020112114273439.jpg)
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020112120073439.jpg)
წყალი, როგორც სურდოს წამალი. იმის ნაცვლად, რომ ცხვირში ძვირადღირებული წვეთები ჩაიწვეთოთ, ინჰალაცია ჩაიტარეთ წყლის ორთქლით, რომელიც სასუნთქ გზებს ასუფთავებს – ცხვირის ნესტოებიდან – ბრონქების ჩათვლით.
პომიდორი 90 % წყლისგან შედგება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019212173439.jpg)
ყოველწლიურად 4 მილიონი ადამიანი კვდება ავადმყოფობით, რომელიც მათ წყლიდან ედებათ.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019225273439.jpg)
იმ სახით, რა სახითაც ბუნებაშია, პლანეტაზე არსებული წყლის, მხოლოდ 1, 2 % გამოყენება შეიძლება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019242373439.jpg)
წყლის სიბლანტე სრულ შესაბამისობაშია ცოცხალი ორგანიზმების კაპილარების ზომასთან. სიბლანტის ხარისხი უფრო დაბალი რომ იყოს, სისხლი უფრო სწრაფად იმოძრავებდა და უჯრედებს ჟანგბადით და საკვებით ვერ მოამარაგებდა, ხოლო თუ უფრო მაღალი იქნება – კაპილარებში გაიჭედება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019245173439.jpg)
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013122041373439.jpg)
ერთი ავტომობილის საწარმოებლად, საშუალოდ, 147 631 ლ. წყალი იხარჯება.
კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ატმოსფეროში უფრო მეტი წყალია, ვიდრე ყველა მდინარის წყალი, ერთად აღებული.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019255573439.jpg)
ძროხამ 15 ლ. წყალი უნდა დალიოს, რომ 4 ლ. რძე გამოიმუშაოს.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019271773439.jpg)
ზრდასრული ადამიანის სხეული, დაახლოებით, 70% წყლისგან შედგება, ხოლო ახალშობილის ორგანიზმის 80% წყალია. ადამიანმა ყოველდღიურად 2, 5 ლ. წყალი უნდა მიიღოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წყალი, ადამიანის ორგანიზმში შხაპის მიღების დროსაც ხვდება. გაუწყლოების შემთხვევაში, პრობლემები იქმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: 6-8% დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, ხოლო 10-12% დაკარგვისას – კვდება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019274573439.jpg)
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბგერას წყალში უფრო დიდი სიჩქარე აქვს, ვიდრე ჰაერში.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019285073439.jpg)
ადამიანების მიერ, საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის დახარჯული წყლის 35 % საპირფარეშოში დახარჯულ წყალზე მოდის.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019291573439.jpg)
1 კგ. ყავის წარმოებაზე, დაახლოებით, 22 000 ლ. წყალი იხარჯება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019293773439.jpg)
1 ცალი გაზეთის ქაღალდის საწარმოებლად, 300 ლ. წყალი არის საჭირო.![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019300973439.jpg)
წარმოებაზე დახარჯული წყლის 70% სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო 22% -მრეწველობაზე.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019302973439.jpg)
განვითარებად ქვეყნებში, დაავადებების 80% წყლით გადაცემულ ინფექციებზე მოდის.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019305073439.jpg)
18 ლ. წყალი 20 კგ-ს იწონის.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020112463573439.jpg)
საშუალოდ, აფრიკაში, დიარიით დაღუპულთა რიცხვი 5-10-ჯერ აღემატება, ომში დაღუპულების რიცხვს.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019313973439.jpg)
ფეხმძიმის ორგანიზმში წყლის უკმარისობამ, შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019325673439.jpg)
საზამთროში 93% წყალია.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019334773439.jpg)
გველს წყალში კბენა არ შეუძლია.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019340173439.jpg)
ღრუბელს უფრო მეტი ცივი წყლის შეკავება შეუძლია, ვიდრე ცხელის.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019344373439.jpg)
ბეჰემოთები წყლის ქვეშ იბადებიან.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019350373439.jpg)
იუგოსლავიაში არის უნიკალური ტბა ცირკნიცკო, რომელიც ზამთარში და ზაფცულში საერთოდ ქრება, ხოლო გაზაფხეუზე და შემოდგომაზე ბრუნდება, თევზებთან ერთად. ![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019355873439.jpg)
ხოლო ალჟირში არის ტბა, რომელიც «მელნით» არის სავსე. ამ წყლით წერაც კი შეიძლება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019363473439.jpg)
ანტარქტიდაში არის ტბა, რომლის მარილიანობა ზღვის მარილიანობას 11-ჯერ აღემატება და ის -50 გრადუს ტემპერატურაზეც კი არ იყინება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019365273439.jpg)
თუ ყველა სასმელს, რასაც დღის მანძილზე ვიღებთ, წყლით ჩავანაცვლებთ, ჭარბი წონის პრობლემა აღარ გვექნება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019381073439.jpg)
პლანეტაზე არსებული წყლის მხოლოდ 1% გამოყენება შეიძლება სასმელად.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019495173439.jpg)
წყალი ამცირებს გულის შეტევის შესაძლებლობას. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამენ, ნაკლებად ემუქრებათ გულის შეტევის საშიშროება, იმათთან შედარებით, ვინც მხოლოდ 2 ჭიქას სვამს დღეში.![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019385673439.jpg)
წყლის გარეშე ადამიანი ვერ ძლებს დიდი ხნის მანძილზე. წყალი მეორე ადგილზეა, საჭიროების მიხედვით, ჟანგბადის შემდეგ. საკვების გარეშე, ადამიანს 6 კვირა შეუძლია რომ გაძლოს, ხოლო წყლის გარეშე, მხოლოდ 6 დღე. ცხოვრების მანძილზე, 1 ადამიანი, საშუალოდ, 35 ტონა წყალს სვამს.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019391573439.jpg)
დედამიწაზე წყლის საერთო რაოდენობა 326 მლნ. კუბ. კმ არის. აქედან მტკნარ წყალზე, მხოლოს 3 მლნ. კუბ. კმ. მოდის. ეს არის წყლის მარაგი, დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019421273439.jpg)
თუ სახლში ონკანი გაფუჭებულია და წყალი გამუდმებით მხოლოდ ნემსის სისქეზე მოდის, 1 დღე-ღამის მანძილზე, 840 ლ. წყალი იღვრება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019433573439.jpg)
წყალი – უჯრედების ბუნებრივი გამწმენდია: ის ასუფთავებს უჯრედებს მასში დაგროვილი მავნე ნივთიერებისგან და ამარაგებს ვიტამინებით და სხვა საჭირო ელემენტებით.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019440873439.jpg)
ადამიანებმა, მარაგის სახით, სხვადასხვა ჭურჭელში, წყლის ისეთი რაოდენობა მოათავსეს, რომ ეს წყალი ოკეანეში რომ ჩაასხან, მსოფლიო ოკეანის დონე, დაახლოებით, 3 სმ-ით გაიზრდება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019444273439.jpg)
წყალი — ერთადერთი ნივთიერებაა დედამიწაზე, რომლის სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში უფრო მაღალია, ვიდრე მყარში. ამ თვისების გამო, ყინული წყალში არ იძირება და ტბები და წყალსაცავები ფსკერამდე არ იყინება.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019451473439.jpg)
1963 წელს, ტანზანიელმა მოსწავლემ, ერასტო მპემბამ აღმოაჩინა, რომ ცხელი წყალი საყინულეში უფრო სწრაფად იყინება, ვიდრე ცივი. მის საპატივცემულოდ, წყლის ამ ფენომენს, მპემბას ეფექტი უწოდეს. მეცნიერებმა დღემდე ვერ მოახერხეს წყლის ასეთი თვისების მიზეზი ახსნა.
![ყველაზე საინტერესო ფაქტები წყლის
შესახებ image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201601/2016013019453873439.jpg)