კულტურა ყველაზე სახიფათო 11 გზა მსოფლიოში! 2016, 30 იანვარი, 14:21 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე საშინელ გზებს...
1. ჯეიმს დალტონის ავტომაგისტრალი - ალიასკა ![]() ეს გზა არის უკაცრიელ ადგილას, სადაც ადამიანის ნასახსაც კი ვერ ნახავთ. გზა ყოველთვის გაყინული და დათოვლილია. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ საშინელ ავტომაგისტრალს. 2. ლუქსორის ალ ხურგადა - ეგვიპტე ![]() "ტერორისზმის ავტომაგისტრალი". ამ გზაზე ხშირად ხდება თავდასხმები ავტომობილებზე. როდესაც მობინდდება ამ გზაზე ავტომობილება ფარებს აქრობენ, რათა ბანდიტებს თავი აარიდონ და ტერიტორია უჩუმრისპირად დატოვონ. 3. Patiopoulo Perdikaki - საბერძნეთი ![]() ამ გზაზე თუ მგზავრობთ, მაშინ ავტომობილს ძალიან ყურადღებით უნდა მოეპყროთ. ძალიან ბევრი სახიფათო მოსახვევია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში. 4. იაკუტსკის გზა ციმბირში - რუსეთი ![]() ეს არის აიკუტსკიდან მოსკოვამდე მიმავალი გზა. ანტარქტიკის შემდეგ, ყველაზე ცივი ტერიტორია, სადაც ზაფხულში ყინულის დნობის შედეგად, ორი თვის განმავლობაში უასფალტო გზა მთლიანად ტალახიანდება. ამ გზაზე ნებისმიერ ავტომობილს უჭირს სიარული. 5. ტიბეტის გზატკეცილი სიჩუანში - ჩინეთი ![]() გზის სიგრძე 2412 კილომეტრია. ნებისმიერ დროს შესაძლოა ზვავი ან მეწყერი ჩამოწვეს. მძღოლებს და მგზავრებს ამ მანძილის განმავლობაში შიშით უწევთ მგზავრობა. 6. სკიპერსის კანიონის გზა - ახალი ზელანდია ![]() ამ გზაზე მოგზაურობისთვის სპეციალურად ნებართვის აღებაა საჭირო. თუ მიიღებთ ნებართვას, შეგიძლიათ იმგზავროთ, მაგრამ თუ მოწინააღმდეგე მხრიდან ავტომობილი შეგხვდებათ, ეგ უკვე თქვენი პრობლემა იქნება. 7. სტელვიოს უღელტიხილის გზა - იტალია ![]() need for speed -ის მოყვარულების გზა ალპების მწვერვალისკენ მიდის. 8. Taroko Gorge - ტაივანი ![]() როგორც ფოტოში, ჩანს ეს უსაშინლესი გზატკეცილი გამოირჩევა ვიწრო გასასვლელბით. 9. სიკვდილის გზა - ბოლივია ![]() ან ძალიან ექსტრემალური უნდა იყო ან კიდევ ნამეტანი ჭკუამხიარული, რომ ამ გზაზე იმოგზაურო. გზის სიგრძე 69 კილომეტირია. როგორც ცნობილია ამ ადგილას ყოველწლიურად 300 მეტი მძღოლი კვდება. 10. გუოლიენგის გვირაბი - ჩინეთი ![]() ადგილობრივების მიერ აშენებული გვირაბის სიგრძე - 1200 მეტრი, სიმაღლე - 5 მეტრი, ხოლო სიგანე - 4 მეტრია. ამ გზაზე ორი ავტომობილის ერთდროულად გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.ისტრიის თანახმად, გვირაბის აშენებას ასობით ადგილობრივი შეეწირა. 11. ჰალსემას გზატკეცილი - ფილიპინები ![]() ეს იყო ტურისტების გზა, რომლებიც ფილიპინებისკენ მიისწრაფოდნენ. დღესდღეობით ამ გზასთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდა არსებობს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 914 7-ს მოსწონს
|