x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უელსში დაკრძალვაზე პორნოფილმი ჩართეს
imageუელსის დედაქალაქ კარდიფში ავტოვარიაში გარდაცვლილ 33 წლის საიმონ ლუისის(Simon Lewis) და მისი ახალდაბადებული ვაჟის დაკრძალავაზე დიდ ეკრანზე პორნოფილმი გაუშვეს, დიდ ხმაზე ჩართული ვიდეოს გამორთვა მთელი 4 წუთი ვერ მოხერხდა, იუწყება Daily Mail-ი.


მამა-შვილი საშინელ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ ახალი წლის დღეებში.საიმონთან და და მის პატარა ვაჟთან ერთად ავტომობილში საიმონის ცოლი და მისი ორი ქალიშვილი იმყოფებოდნენ.ქალები გადარჩნენ.


დაკრძალვას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა, როგორც ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა, მღვდელს უნდა ჩაერთო ვიდეო, სადაც საიმონი იყო აღბეჭდილი, თუმცა ხსოვნის ვიდეორგოლის მაგივრად ეკრანზე პორნოფილმი ჩაირთო.


უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელი ღირსეულად გამოძვრა უხერხული სიტუაციიდან, არ დაიბნა, ბოდიში მოიხადა სტუმრებთან და აღნიშნა, რომ 30 წლიანი მღვდელთმსახურების მანძილზე მსგავსი საშინელი ინციდენტი არასოდეს ჰქონია.



ამ დროისთვის მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება, წინასწარი მონაცემებით არცერთ დამკრძალავი ბიუროს მუშაკს ან ტექნიკს არ ჰქონია შეხება პროექტორთან, გამოდის დამნაშავე სტუმართაგან ერთ-ერთია.

image

2
446
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
446
  
2016, 29 იანვარი, 15:58
)))))))))))))))))))))))))რა კარგად გამაცინე
2016, 29 იანვარი, 11:29
რა გამახსენე, ქელეხში დისკებზე ჩაწერილი გალობა ჰქონდათ მუსიკალური ცენტრით ჩართული, დისკი შეეშალათ და მძიმე როკი დააგუგუნეს, იქ ამბავი ატყდა მტრისას და ავისას. :))
0 1 2