თეატრი ოპერის თეატრში სკანდალური დეკორაცია შეცვალეს 2016, 29 იანვარი, 2:01 ![]() ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია გახლავთ, წამყვან პარტიებს კი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი შეასრულებენ, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. საზოგადოების ყურადღება დეკორაციამ მიიპყრო და ახალი სკანდალიც აგორდა. "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე" -წერდა ნიკა გვარამია. მოგვიანებით კი ის ხსენებულ დეკორაციასაც გამოეხმაურა: "ნუ, ახლა ასეთი დეკორაციები თუა "აბესალომ და ეთერში", მაშინ ხო, მაშინ კაი. რაღა მეთქმის - ყოფილა დიადი..." ![]() დიდი სკნდალის შემდგომ მიიღეს გადაწყვეტილება დეკორაციის შეცვლის თაობაზე. თუმცა კრიტიკოსები ალბათ ამ უკანასკნელსაც მოსცხებენ ჩირქს. ![]() ![]() ![]() 255 6-ს მოსწონს
|