კულტურა ახლო აღმოსავლეთის მამაცი ქალები! 2016, 28 იანვარი, 16:21 "საუდის ქალების შეცვლილი სახე" საუდის არაბეთისა და სხვა არაბულ ქვეყნების ქალებზე კონსერვატიზმი ძალიან ღრმად მოქმდებს, მაგრამ ამ კულტურის მატარებელ ქალებს ბოლო წლებში სურთ საკუთარი კულტურის შეცვლა. ახლო აღმოსავლეთის ქალებს უფლება არ აქვთ უცხოებთან ხშირი კონტაქტის და შეძლებისდაგვარად სახე უნდა ჰქონდეთ დამალული. ბოლო წლებში არაბული კულტურის ქალები არ ერიდებიან ინსტაგრამის სოციალურ ქსელსაც. ![]() სტომატოლოგი და ბლოგერი აკლაზარ ალრაკანი ფოტოში ჩანს, მეგობრებთან ერთად რიადის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში. არაბულ ქვეყნებში მედიცინა და მასწავლებლობა ქალების პროფესიად ბოლო წლებში ჩამოყალიბდა. მაგრამ ამ პროფესიების მიმდევრებს შეეძლოთ, მხოლოდ და მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებთან მუშაობა. ალრაკანის თქმით, არაბულ უნივერსიტეტებში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას ბევრად აღემატება, აქედან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლებაც ქალებს ყოველწლიურად აწინაურებს და მათ სამსახუროებრივ მოვალეობას აკისრებს სხვადასხვა დარგებში. ![]() იტალიელი სტილისტის მიერ, ერთ-ერთ არაბულ მაღაზიაში მოწყობილ მოდის ჩვენებაზე, სადაც მამაკაცები ვერ ახერხებენ შესვლას, მდიდარი არაბი ქალები თავისთვის ირჩევენ ტანსაცმელებს.... ახალი სტილის ევროპული მოდის ტანსაცმელებს არაბი ქალები ძალიან დიდი ყურადღებით ეპყრობიან. ვინაიდან არაბულ ქვეყნებში მოდა აკრძალულია და მანეკენობა უხამს პროფესიას წარმოადგენს, ჩვენებებზე მონაწილეობას უცხოელი გოგონები იღებებდნენ. ![]() სამეფო ქვეყნების ქალებისთვის მართვის მოწმობის გაცემა აკრძალულია. ამ ინფრომაციამ საერთაშორისი პრესაში ძალიან ფართო ადგილი დაიკავა. აქედან გამომდინარე არაბ ქალებს უკვე მთლად გული აუცრუვდათ ავტომობილებზე. სამეფოს ქალების აზრით, ადრე თუ გვიან არაბ ქალებს მისცემენ ავტომობილის მართვის უფლებას. რიადის ერთ-ერთ მდიდრულ მაღაზიაში ქალები ავტომობილებთან პოზირებენ. ![]() პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ქალებს უფლება მიეცათ კონსულტანტობის. რიადის ერთ-ერთ მაღაზიის შესასვლელში ხედავთ წარწერას - "მხოლოდ ოჯახისთვის", ანუ აქ მამაკაცებს მეუღლის გარეშე შესვლა ეკრძალებათ, რათა გამყიდველი ქალია. ახალგაზრდა მამაკაცების ისეთ მაღააზიებში შესვლა, როგორებშიც ქალები არიან გამყიდველები, მიუღებელია! ქვეყანაში ნივთების გაყიდვაც დაყოფილია. მაგალითად ქალის საცვლების გაყიდვის უფლება მამაკაცებს არ აქვთ, მაგრამ ქალის პარფიუმერიის ან კოსმეტიკის გაყიდვის უფლება აქვთ... ![]() არაბების ჩვეული პიკნინი დღესაც მოქმედ მდგომარეობაშია. ზამთარში ისინი შაბათ-კვირაობით გადიან უდაბნოში, პიკნიკზე. პლიაჟის ავტომობილი მამაკაცების პირველი არჩევანია, რადგან უდაბნოში სიარული არ გაუჭირდეთ. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ არაბ ქალბატონებს, ელ ბასრის ქალიშვილები უდაბნოში ისვენებენ, მოწყობილი აქვთ პატარა პიკნიკი და ახლომახლოს მათი შვილები თამაშობენ. ზაფხულის თვეებში ქალებისთვის ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებად, კოდიციონერებით აღჭურვილი სავაჭრო ცენტრები ითვლება. ![]() არაბ ქალებს სპორტიც მოსწონთ, ქვემოთ მოცემული ფოტო, ამ ფაქტს ადასტურებს. ქვეყანაში სპორტ-დარბაზების დეფიციტია, ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სპორტ-დარბაზებს მამაკაცები იყენებენ. ქვეყანაში მამაკაცებს და ქალებს უფლება არ აქვთ, რომ ერთი და იგივე სპორტ-დარბაზი გამოიყენონ. ფოტოში 39 წლის კიქ-ბოქსინგის ქალი მასწავლებელი ![]() ამ ფოტოში ჩანს 12 წლის გოგონა, რომელიც თითქმის მთელმა არაბულმა სამყარომ გააკრიტიკა. გოგონას გაკრიტიკების მიზეზი, ჰიჯაბის გარეშე სანაპიროზე სეირნობაა. არაბულ სამყაროში ჰიჯაბს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. ჰიჯაბი უნდა ეკეთოს ყველა მოზარდ გოგონას 10 წლიდან. ![]() ახლო აღმოსავლეთის მკვიდრი, 12 ქალი ფოტოგრაფი, ცდილობს არაბული კულტურის განვითარებას. მათი აზრით, არაბი ქალების საკუთარ თავში საკუთარ ვინაობას ეძებენ. შეზღუდვებიდან გამომდინარე ქალის როლი არაბულ ქვეყნებში საკმაოდ დაბალ დონეზეა დაცემული. ამიტომ არაბული სამყაროს 12 ქალი ფოტოგრაფის მიზანია, არაბეთის კულტური გამოცოცხლება... ![]() ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 22 არაბული სახელმწიფოა. ამ ქვეყნებში ქალები ყოველთვის მეორე ხარისხოვან როლს იკავებენ. ისინი მხოლოდ არსებობენ. ![]() აშშ-ში მცხოვრებ არაბ ქალ ფოტოგრაფებს სურთ არაბული კულტურის შეცვლა, მაგრამ ამის გაკეთება ძალზედ შეუძლებელია, რადგან ქვეყნის პოლიტიკა ბევრ რამეს კრძალავს, ძალიან ზღუდავს ქალთა უფლებებს და მათი ცხოვრებისუელი როლიც იკარგება. ნახეთ ფოტოგრაფების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები არაბეთიდან: ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 535 13-ს მოსწონს
|