x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრაგედია პირდაპირ ეთერში,რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო
imageზუსტად 30 წლის წინ, 1986 წლის 28 იანვარს კოსმოდრომიდან სტარტი აიღო კოსმოსურმა ხომალდმა "ჩელენჯერმა".შატლი მისიიის დასაწყისშივე, 73 წამზე აფეთქდა და ეს მოხდა მილიონობით ამერიკელი მოქალაქის თვალწინ.სტარტის ტრანსლაცია მთელ ამერიკაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი.



შატლი "ჩელენჯერის" მისია 1986 წელს უნდა გამხდარიყო ამერიკისთვის კოსმოსური სფეროს ათვისების ახალი ეტაპი. მისიის მესვეურნი 200%-ით დარწმუნებულები იყვნენ წარმატებაში.ამიტომ გადაწყდა კოსმოსური ხომალდის გაშვება პირდაპირ ეთერში გაეშვათ.

imageეკიპაჟი 7 წევრისგან შედგებოდა, იგი იყო არა მარტო ინტერნაციონალური, არამედ ჯგუფში 2 სუსტი სქესის წარმომადგენელიც გახლდათ.მათგან 37 წლის შერონ კრისტა კორიგან მაკოლიფი პროფესიით მასწავლებელი იყო, ეს იყო მისი პირველი გაფრენა კოსმოსში და პროექტის პირველი მონაწილე "მასწავლებელი კოსმოსში".პროექტი მრავალ წელზე იყო გათვლილი და ითვალიწინებდა ამერიკელი "მოქალაქე ასტრონავტების"ჩართვას.

image


პირველად მიფრინავდა კოსმოსში აგრეთვე 41 წლის გრეგორი ჯარვისი, ინჟინერი და NASA-ს ასტრონავტი.

imageსტარტის აღების წინ კოსმოსური ცენტრის მარშალის ინჟინრებმა არაერთხელ გააფრთხილეს დამამზადებელი ფირმა იმის შესახებ, რომ შატლის მატარებლის კორპუსის შემაერთებელ ნაწილებში ხარვეზებია, თუმცა პროექტის მენეჯერმა ჯორჯ ჰარდიმ ამ გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.

imageმას შემდეგაც კი, როდესაც ამ პრობლემის გადაწყვეტას კრიტიკის უმაღლესი კატეგორია მიენიჭა.მარშალის ცენტრიდან ერთმა ადამიანმაც კი არ გამოთქვა სურვილი შეეწყვიტათ რაკეტა-მატარებლის ექსპლოატაცია პრობლემის სრულად აღმოფხვრამდე.

image


პირიქით, ეკონომიის და დროის დაზოგვის მიზნით კოპუსის დეტალები ინჟინრებმა რაკეტა "ტიტანი-III"-იდან აიღეს.

imageპირვალად მისიას STS-51L-ს სტარტი 22 იანვარს უნდა აეღო, მაგრამ ცუდი ამინდის გამო გადაიდო.


მორიგი სტარტი 28 იანვარს დაინიშნა, მაგრამ დილიდან ჰაერის ტემპერატურა -1-მდე დაეცა, ინჟინრები ფიქრობდნენ, რომ დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს რაკეტის სტარტზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მოითხოვეს მისიის გადადება.თუმცა NASA-ს ხელმძღვანელობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო.

imageშემდგომ ყინულმა დნობა დაიწყო და ხელმძღვანელობამ რაკეტის სტარტის დრო დანიშნა :11:38 წუთი.


imageრაკეტის მისიას თვალს ადევნებდა ათასობით ადამიანი როგორც სტარტის ადგილიდან, ასევე ტელეკრანის მეშვეობით.


უკვე სტარტიდან 0, 678 წამზე რაკეტა-მატარებლიდან ნაცრისფერი კვამლი გამოვიდა, რაც პირველი განგაშის ნიშანი იყო(ამას მხოლოდ სპეციალისტები ამჩნევდნენ), როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაგ დროს დაირღვა სექციების შემაერთებლების ჰერმეტიზაცია, 37 წამზე რაკეტამ გვერდზე გადახრა დაიწყო, 58, 788 წამზე კამერამ დააფიქსირა ცეცხლოვანი ენა მარჯვენა რაკეტა-დამაჩქარებლზე, 73 წამზე "ჩელენჯერი" აფეთქდა.

image





image


7 მარტს ოკეანის ფსკერზე იპოვეს შატლის კაბინა, სადაც ასტრონავტების გვამები აღმოაჩინეს.

image


4
684
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
684
  
2016, 28 იანვარი, 13:45
საცოდავები. ამაზე ფილმიც არის გადაღებული.. მაგრამ ფილმში ყველაფერი კარგად მთავრდება.სტატია ფანტასტიურია
2016, 28 იანვარი, 12:30
ძალიან შემებრალა შვიდივე :(
2016, 28 იანვარი, 12:28
ახლა გადავამაწმო კიდევ ინფორმაციები,,,სამწუხაროდ არსად არაა მითითებული დაისაჯა თუ არა ვინმე..თვით ოფიციალურ ვიკპედიაშიც კი არაა ნათქვამი არAFEღI..ლაპარაკიA გამოძიებებზე..მიზეზების დაგენაზე..NASA ს უსაფრთხოების მკაცრ კონტროლზე და ა.შ
2016, 28 იანვარი, 12:10
ჯორჯ ჰარდის რა ბედი ეწია ნეტავ?
0 1 4