x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა არ უნდა ჩავიცვათ ერთად
image

ბოლო დროს, მოდაში ლიბერალიზმი დამკვიდრდა: ატარებენ ყველაფერს, ყველაფერთან ერთად. მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ რა უფრო მოხერხებულია მათთვის. ასეთ თავისუფალ ატმოსფეროში, იმაზე საუბარიც კი უხერხულია, რომ კაბა უნდა იყოს სექსუალური, ქვედაბოლო ქალური (და არა ტომარისებური), პალტო თეძოზე მომდგარი, ხოლო ფეხსაცმელი – მოხდენილი. ამ სტატიაში განხილულია კომბინაციები, რომლებიც ყოველთვის წამგებიანია, ადამიანის გარეგნობის მიუხედავად.

image

პალტო + ბეწვიანი ჩექმები
ბეწვიანი ჩექმები ძალიან თბილი და მოსახერხებელია. ის ყოველთვის კარგად გამოიყურება კომბინაციაში ქურთუკთან ერთად, ისიც მთის კურორტებზე. მაგრამ, კლასიკური პალტო და «ყველგან მავალი» კარგი დუეტი არ არის.

image

ასე, ბევრად უკეთესია:


image

image

პიჯაკი + გრძელი ქვედაბოლო

ცალ-ცალკე ეს ნივთები კარგად გამოიყურება და ყველაზე პრაქტიკული სამოსია. მაგრამ ასეთ კომბინაციაშ, მიუღებელია. საქმე იმაშია, რომ ქვედა ბოლოს ან კაბის სიგრძე, უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია პიჯაკის სიგრძესთან ანუ რაც უფრო გრძელია პიჯაკი, მით უფრო მოკლე უნდა იყოს კაბა.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

განიერი შარვალი + თავისუფალი პერანგი

ასეთი კომბინაცია მხოლოდ იოგის ვარჯიშის დროს არის დასაშვები, სხვა შემთხვევაში, შარვალი «ჰარემის სტილში» და თავისუფალი პერანგი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მეტად უჩვეულოდ გამოიყურება.

image

ასეთი შარვალზე, უმჯობესია ტანზე მომდგარი პერანგის ჩაცმა და ასევე კარგი იქნება, ფეხსაცმლის და სპეციალური აქსესუარების შერჩევა:

image

მოკლე ჯინშის პიჯაკი + მაისური და ქვედაბოლო

თუ პიჯაკი წელამდე არის ან უფრო მოკლეა. მასთან ერთად გრძელი მაისურის ჩაცმა არ შეიძლება. მოკლე პიჯაკთან კომბინაციაში, სამოსის მხოლოდ ერთი განსხვავებული დეტალის გამოყენება შეიძლება. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, ქვედატანი გრძელი იქნება თუ მოკლე. აქ მთავარი ის არის, რომ სამოსი «სამსართულიანი» არ იყოს. თუ პიჯაკი შარვალთან არის კომბინაციაში, მაისური ან პერანგი, პიჯაკის ქვემოდან არ უნდა «იყურებოდეს».

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

კომბინიზონი და უხეში ფეხსაცმელი

ეს იგივე ისტორიაა, რაც გრძელ პიჯაკს და გრძელ ქვედაბოლოს უკავშირდებოდა: ცალ-ცალკე, შესაბამის კომბინაციებში, ამ ნივთებს წუნს ვერ მოუძებნის ადამიანი, მაგრამ ერთად... ასეთი ქსოვილის კომბინიზონს, კლასიკური, დახვეწილი ფეხსაცმელი მოუხდება, ხოლო უხეშ ფეხსაცმელს – უფრო სქელი ფაქტურის ქსოვილის სამოსი.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

image

განიერი შარვალი + ფეხსაცმელი პლატფორმაზე

ეს ამ სტილის შარვლის ყველაზე შეუსაბამო ინტერპრეტაცია არის. ამ შარვალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება, ცალკე ქუსლით. ხოლო პლატფორმიანი ფეხსაცმლით, ბევრად უფრო კარგი კომბინაციების შექმნა შეიძლება.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

imageimage

imageმოქარგული ჯინსი + ჭრელი ზედა

თუ ჯინსი მოქარგულია, მისი ტარება ჭრელ სამოსთან ერთად არ შეიძლება. ასეთ ჩაცმულობას, უკვე კომბინაციაც აღარ ჰქვია. მოქარგული ჯინსის ტარება შეიძლება მხოლოდ სადა ფერის სამოსის ელემენტებთან. მოქარგულ ჯინსზე ლამაზად გამოიყურება თეთრი ან შავი ზედა ან უკიდურეს შემთხვევაში, ზუსტად ის ფერი, რა ფერის ნაქარგებიც არის მასზე.

image

ასე, ბევრად უკეთესია:

image

4
1561
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1561
  
2016, 28 იანვარი, 21:55
დიდი მადლობა, მეგობრებო
2016, 28 იანვარი, 21:16
ძალიან კარგი სტატიაა, როგორც ყოველთვის. აი გრძელი გაშლილი კაბა და მოკლე პიჯაკი მე პირადად მომწონს. გავაზიარე კიდეც.
2016, 28 იანვარი, 20:38
მეც ყველას ვეთანხმები
2016, 28 იანვარი, 19:57
ვეთანხმები ყველა მათგანს.
0 1 4